“პუტინ ხ*ილოს” გამო რუსეთი UEFA-სგან უკრაინელი გულშემატკივრების დასჯას მოითხოვს

რუსეთი UEFA-სგან უკრაინელი გულშემატკივრების დასჯას ითხოვს. რუსეთის სახელმწიფო დუმაში მიაჩნიათ, რომ UEFA-მ უკრაინელ გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მატჩზე დასწრების უფლება არ უნდა მისცენ და დასაჯოს ის გულშემატკივრები, რომლებიც უკრაინა-ჩრდილო მაკედონიის მატჩისას “პუტინ ხ*ილოს” სკანდირებდნენ. რუსეთის დუმის წევრებმა მომხდარს რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდეს.

შეგახსენებთ, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული პირველი დაძაბული მომენტი არაა. ჩემპიონატის დაწყებამდე ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან შევიდა საჩივარი, სადაც ითხოვდნენ, რომ უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ფორმიდან პოლიტიკური სიმბოლოები მოეშორებინათ.

გარდა წარწერისა “გმირებს დიდება!”, ფეხბურთელების ყვითელ ფორმაზე დატანილია უკრაინის სახელმწიფოს კონტურები, ყირიმთან ერთად და კიდევ ერთი წარწერა “დიდება უკრაინას!”

მსგავსი თემები