აშშ და რუსეთი მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან საუბრისას ისინი ელჩების დაბრუნების საკითხს შეეხნენ, თუმცა როდის დაბრუნდებიან დიმლომატები საკუთარ მისიებში, დაზუსტებული ჯერ არ არის და პუტინის თქმით, ეს უკვე მხოლოდ ტექნიკური საკითხია.  “რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას თავიანთი განწესების ადგილას, მოსკოვში ამერიკის ელჩისა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩის დაბრუნებას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტად როდის მოხდება, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა უწყებები შეთანხმდებიან. ვისაუბრეთ დიპლომატიურ საკითხებზე, ბევრია განსახილველი. როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება, ორივე მხარე მომართულია გადაწყვეტის მიგნებისკენ,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

მეტი...

 „თემირლანი უდანაშაულოა“ – ფოტო გერმანიიდან

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ქვეყნებს წარწერით – „თემირლანი უდანაშაულოა,“ – ფოტო გერმანიაშია გადაღებული. “გერმანია.ქალაქი Kiel. აქ უკვე იციან,რომ თემირლანი უდანაშაულოა,” – წერს მაჩალიკაშვილი.

მეტი...

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა

ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პირისპირ შეხვედრამ 90 წუთზე ცოტა მეტხანს გასტანა. პირველი შეხვედრისთვის 1 საათი და 20 წუთი იყო გამოყოფილი. ამჟამად ლიდერები შეხვედრას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ. შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული. სამიტი მოიცავს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, ასევე შეხვედრების ორ რაუნდს გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ. სამიტს ვილა ლა გრანჟი მასპინძლობს.

მეტი...

“მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მეოთხე ტალღა იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. მისივე თქმით, ე.წ. ინდური შტამის გავრცელებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაჩქარებას. „მეოთხე ტალღას ამბობენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში. საქართველო ახლა ის ქვეყანაა, სადაც პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ხანმოკლე კომენდანტის საათისა, მაშინ როცა ბევრ ქვეყანაში ისევ დარჩა ბევრი შეზღუდვა, თუმცა ნელ-ნელა ამსუბუქებენ. საქართველო ამაშიც მოწინავეა, პირველმა საქართველომ დაიწყო შემსუბუქება. კი ბატონო, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ადამიანები შეწუხდნენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეს აუცილებელია, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს.…

მეტი...

პრემიერის ინიციატივით, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. შეხვედრაზე, რომელიც 19-20 ივნისს არის დაგეგმილი, განხილული იქნება პრემიერის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა.

მეტი...

“კავკასიაში სისხლმდენი ჭრილობა შეხორცდა, ამით რეგიონის ყველა ქვეყანა ისარგებლებს” – ერდოღანი

დღეს ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ვარ ძვირფასი აზერბაიჯანის მილი მეჯლისში, რომელმაც გაათავისუფლა ყარაბაღი, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის გათავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში. „30 წლის განმავლობაში ჩემი აზერბაიჯანელი ძმები დევნილები იყვნენ თავიანთი მიწებიდან. 30 წლის შემდეგ ამ მიწებს კვლავ დაუბრუნდნენ ისინი, ვისაც ეს მიწები ეკუთვნით , “- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ისინი, ვინც ყარაბაღში კონფლიქტის გაგრძელება სურდათ, ამ კონფლიქტისგან სარგებლობდნენ. „კიდევ ერთხელ ვულოცავ უმაღლეს მთავარსარდალს, ჩემს ძვირფას ძმას ილჰამ ალიევს, რომელმაც…

მეტი...

“ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“ – თენგიზ ცერცვაძე

ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამია დომინანტური. როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია. „ჯერჯერობით, „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. თეორიულად შესაძლოა, გახდეს „ინდური შტამი“ დომინანტური, რადგან 10%-შია, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. ჯერ მაინც „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“. ბოლოს გამოჩნდა ცნობები უკვე, რომ უფრო…

მეტი...

“რუსთავი 2-ის” საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება ე.წ. “რუსთავი 2-ის” საქმეს. “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან ერთად, დაბარებულია “ფორმულას” დირექტორი ზუკა გუმბარიძე. შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ში” მუშაობის დროს კომპანიის კანონიერი ინტერესების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თავად ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

მეტი...

1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. კომისიის ვარაუდია, რომ ტარიფების მატებაზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანია ხელი შეეშალოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს. სემეკის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი სიახლეები არ უკავშირდება ტარიფებს. კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს,…

მეტი...

“სკანდალური, ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, ზარალის მიყენება სურს ეკლესიისთვის” – გია ვოლსკი

მადლობა უნდა ვუთხრათ მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფართან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ თემის გარშემო სკანდალური და ისტერიკული პოზიცია საჭირო არ არის, რადგან შეიძლება „ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა“. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის საზოგადოების და ყველას საზრუნავი. „პირველ რიგში ყველას მადლობა უნდა ვუთხრა, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომელმაც ოჯახურ სითბოს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გაუწია პატრონობა და…

მეტი...

„მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლევან ვასაძეს აშშ-ში მაღალი დონის ლიდერებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან შეხვედრაში დაეხმარება

ჩემი მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში გავავრცელო ინფორმაცია საზოგადოებრივ მოძრაობა „ერის“ შესახებ, რომ არის იმედი, ნამდვილი, კონსერვატიული დროშა აღიმართოს საქართველოში, – ამის შესახებ „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტმა, ბრაიან ბრაუნმა მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრაიან ბრაუნმა განაცხადა, ის, როგორც მრჩეველი, დახმარება მოძრაობას განვითარებაში. „წლების მანძილზე მინდოდა, ლევან ვასაძეს ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციას დაეფუძნებინა. მისი ოჯახი და ის მიმაჩნია ძალიან ახლობლად. მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად შევხვდით, მიმაჩნდა, რომ ლევანი არის ლიდერი, რომელსაც მხარს დავუჭერდი. მზად ვარ, დავეხმარო საზოგადოებრივ მოძრაობას „ერი“. ყველაფერი, რაც შემიძლია…

მეტი...

“საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს” – ტიკარაძე

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ყველას მხრიდან შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს მიეცეთ ბავშვებთან მშვიდად მუშაობის საშუალება. მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზრუნვის სააგენტოს, „იუნისეფის“ „ვორლდ ვიჟენის“ და საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით. ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა…

მეტი...

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში 19 აღმზრდელი დარჩება

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, პანსიონში ამ ეტაპისთვის 19 აღმზრდელი დარჩება. მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით მეტი თანამშრომლის საჭიროება არ არის. მისივე თქმით, ნინოწმიდნის პანსიონში 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა. „ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, შემდეგ შევხედავთ. ხომ იცით, როგორი პროცესია, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება, ვინც დღეს არის, სრულად უნდა ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენ პრობლემა არ გავქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე, ვინ შემოვა, ვინ – არა, უბრალოდ, ძალიან…

მეტი...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. ამასთან დაკავშირებით პროკრატურაში ბრიფინგი გაიმართა: “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ  ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც  საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და…

მეტი...

გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა

პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელშიევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარინა კალიურანდმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. “გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლადშექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. პოლიტიკური პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. შეხვედრები გაიმართება როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და…

მეტი...

გაუჩინარებული კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, დიდი ხნის შემდეგ პირველად, კამერების წინ გამოჩნდა – რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა მედიამ პოლიტბიუროს შეხვედრისას გადაღებული კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ კიმი წონაში საგრძნობლად არის დაკლებული.  ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია მაჯის საათის დამსახურებითაც – მისი ცნობილი შვეიცარიული საათი, რომელიც 15500 აშშ დოლარი ღირს, უფრო მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, ვიდრე ადრე. 

მეტი...

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1 256 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წლის I კვარტალის მიხედვით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგენს. საქსტატის მიხედვით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2 პროცენტით); • მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3…

მეტი...

ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე ხისტად იმოქმედოს

ლატვიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბაიდენს, პუტინთან შეხვედრაზე ხისტად იმოქმედოს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. ეგილს ლევიტსმა მოუწოდა ამერიკელ კოლეგას, „მკაფიოდ დაანახოს პუტინს, რომ აშშ მზადაა, პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“. ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს უნდა აჩვენოს, რომ „აშშ ძლიერია და ნატო-სთან ერთად გაცილებით მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ეს რუსეთს გააჩნია“. ამასთან, ლატვიის ლიდერი ამბობს, რომ ბაიდენმა უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ აშშ-ს აქვს ნება, ეს სამხედრო ძლიერება გამოიყენოს და შეაჩეროს რუსეთის აგრესია. „პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან გამოცდილია. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია უთხრას პუტინს გაჩერდი, არც ერთი ნაბიჯი წინ“, –…

მეტი...

“მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა” – ჯანმო

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.6 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ აფრიკის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 630 650 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 31%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 454 710 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევების ანალოგიური მაჩვენებელია, მესამე ადგილზეა არგენტინა, 177 693 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 17 %-ითაა შემცირებული,…

მეტი...

“არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით” – რომან გოცირიძე

არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით – გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 20 ივნისის დანაშაულს ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს. „ერთ ბედქვეშ არის გახარია და ივანიშვილი, გახარია ამხელს ივანიშვილს?- ამხელს საკუთარ დანაშაულსაც, ივანიშვილი ამხელს გახარიას? – მაშინ ეს იქით მიუბრუნდება, რადგან მის დავალებებს ასრულებდა. არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ გახარიას აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით, როგორიც არის ანაკლიის დახურვა, არჩევნებში ჩარევა, 20 ივნისის საქმე, შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში იყოს გამოძიებული, მას სჭირდება ობიექტური სასამართლო ან დროებითი საგამოძიებო კომისია,…

მეტი...

სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომლის გასხვისებაც მოხდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა. „სოფელ თხინვალაში გვქონდა მუნიციპალური ტერიტორია, რომლის გასხვისება მოვახდინეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო, რომ არსებულ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო სკვერი. მინდა, მადლობა გადავუხადო ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს. მისი აქტიური ჩართულობითა და ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობით, მოსახლეობასთან შედგა ხშირი კომუნიკაცია. შედეგად, ამ მუნიციპალური მიწის ნაკვეთიდან გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. აღნიშნულ ადგილას ვაკის…

მეტი...

კახა კუჭავა კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? – “გამეცინა”

პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე. მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. „იმ შემთხვევაში თუ კითხვა ჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს და აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა. იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირება დედაქალაქში დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე ამოქმედდება

თბილისში, ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე ადგილზეა შესაძლებელი ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე ზონალურ- საათობრივი პარკირება დაინერგება. „შეირჩა კიდევ რამდენიმე ქუჩა, სადაც ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ადგილს შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირება. სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც „ვარკეთილის“ მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პარკირება ზემოთხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის,…

მეტი...

ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს

თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას. პროგრამის დეტალებზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ, ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი. „აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და…

მეტი...

„საღორიის“ ტყე დასუფთავდა

ქუთაისის მიმდებარედ არსებული მუხნარი ტყე მოსახლეობაში საღორიის ტყის სახელით არის ცნობილი. ეს მართლაც უნიკალური ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, იმერული მუხა გვხვდება ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდმივ ანთროპოგენულ ზემოქმეებას განიცდის. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა  ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის მანძილზე ზემოქმედებდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე, – ინფორმაციას, ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. აღნიშნულ პროცესს წინ უძღვოდა მრავალწლიანი ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, როგორებიცაა უკანონო ჭრები, ნარჩენებით დაბინძურება, ტერიტორიაზე არსებული სადერივაციო არხის მოშლა – ტერიტორიის ნაწილობრივი დატბორვა და ბოლოს მსოფლიოში მოწყვლადის სტატუსით ცნობილი მავნებელი ხოჭო – მუხის დიდი…

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა. მინისტრი გამოჯანმრთელების შემდეგ, დღეს ქუთაისში გაემგზავრება და შეხვედრას გამართავს.

მეტი...

პარლამენტსა და NDI-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და NDI -ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა გახსნეს. დოკუმენტი ითვალისწინებს ინოვაციური მეთოდების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობაში. კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ საპარლამენტო საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და გაიზრდება ნდობა პარლამენტის მიმართ.

მეტი...

“მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში, წარმოდგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება. კვლევაში, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდშია ჩატარებული, ნათქვამია, რომ კოვიდ პანდემიის დროს, განრიგით გათვალისწინებული 11 „მინისტრის საათის“ ნაცვლად, მხოლოდ 4 „მინისტრის საათი“ ჩატარდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას საერთოდ არ…

მეტი...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, კვლევაში შეფასებულია 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები. „კვლევის პერიოდი პოლიტიკურ დაძაბულობასა და პანდემიის პერიოდს დაემთხვა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე. პარლამენტის ახალი რეგლამენტი პროგრესული ნაბიჯი იყო საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით, რაც დადებითად აისახა საპარლამენტო ზედამხედველობის კონკრეტული მექანიზმების გამოყენების სტატისტიკაზეც. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო კონტროლი სუსტია და კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ასევე, პრობლემად…

მეტი...

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით, ქუთაისში სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 470 თბილისში, 69 იმერეთში, 53 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 470 თბილისში, 69 იმერეთში, 53 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 809 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 859 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.54%, ხოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა –  5 096  შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 811 პირს დაუდასტურდა, 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 15 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 092 შემთხვევა გამოვლინდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 668 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 809, „პისიარ“ ტესტით – 14 859. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –  2,36 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775  გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია –  216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569. კარანტინის რეჟიმშია  40, სტაციონარში…

მეტი...

ფინანსურმა პოლიციამ ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავა

კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, სამეგრელო ზემო სვანეთში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ყალბი მოწმობები დაამზადა. დაკავებულს 4-დან 6-ს წლამდე პატიმრობა ელოდება.

მეტი...

ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო

ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო. თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით კი, გასროლის ხმა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია – ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დარღვეულია – დღეს დილით ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. ოფიციალური ინფორმაციით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში “ჰამასის” სამხედრო ობიექტები გაანადგურეს. მსხვერპლის შესახებ მონაცემები, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილება თელ-ავივმა მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან 20-მდე ხანძარი გამოიწვია. საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულებულად გამოცხადდა.

მეტი...