„გახარიას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ“ – ირაკლი კობახიძე

„უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ, არამედ რაღაცამ“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში გააკეთა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღალატში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. „როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, შენ გმართებს შენი გუნდის დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა, ეს არის გუნდურობის მაგალითი. მაშინაც არსებობდა გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები. იყო გარკვეული საკითხები, ამაზეც შემიძლია დეტალებში მოგვიანებით ვისაუბრო. რაც შეეხება თვითონ იმ ბრალდებას, რომელიც თქვენ მოისმინეთ უკვე მოგვიანებით ეს გაჟღერდა 17-18 თებერვლის შემდეგ,…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში…

მეტი...

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები“ – ნატო-ს კომუნიკე

ნატო-ს კომუნიკე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მკვეთრ პოზიციას გამოხატავს და რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. დოკუმენტი ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა და ის ცეცხლის შეწყვეტასაც ეხება. „მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო მოუღოს ამ რეგიონების მილიტარიზაციას და ძალისმიერ მცდელობას, დააშოროს ეს…

მეტი...

“თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს” – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით მას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მკაფიო “დიახ” ან “არა” სურს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან პრეზიდენტ ბაიდენისგან მიიღო გარანტიები, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ის უკრაინის საკითხს მოლაპარაკებების დროს “სავაჭრო თემად“ არ გამოიყენებს.

მეტი...

“რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები” – ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე

“2022 წლის პირველი აპრილისთვის ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ დიდი ზომის პანსიონები მოგვერგო ახალ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე ზომის დაწესებულებაში 12-ბავშვამდე განთავსდებოდა, რაც უფრო მეტად კეთილმოწყობილ გარემოს გულისხმობს, რაც უფრო მეტად იქნება ოჯახურ პირობებთან დაახლოებული”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. „გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს…

მეტი...

“ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონმდებლობას, სამართალს და თანასწორობას, ისევე როგორც სხვების უფლებებს და ინტერესებს” – ერდოღანი

ტექნოლოგიური განვითარება, დემოგრაფიული ზეწოლა, კლიმატის ცვლილება, ტერორიზმის, დაურეგულირებელი მიგრაცია და კორონავირუსი – ყველაფერი ეს წარმოადგენს ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას. ეს სიტუაცია აისახება უსაფრთხოების და სტაბილურობის აღქმაზე, რაც საერთო მიდგომის საჭიროებას აჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბრიუსელის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ასრულებს საკუთარ როლს, როგორც სანდო პარტნიორი და ამას აკეთებს, როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ჩვენ ვახორციელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ინიციატივის ხელში აღებას პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ვლიდერობთ და წვლილი შეგვაქვს ყველა ინიციატივაში, რომელიც სტაბილურობის შექმნას ისახავს მიზნად, ერაყიდან ავღანეთამდე, კავკასიიდან ბალკანეთამდე, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე…

მეტი...

ნინოწმინდის პანსიონი ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გადაიბარა

ნინოწმინდის პანსიონზე გადაწყვეტილება მიღებულია – ბავშვთა სახლს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჩაიბარებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობაზე. საპატრიარქოს წარმომადგენლები უკვე ნინოწმინდაში იმყოფებიან. “მოხდა ის, რომ მეუფე თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და საპატრიარქოს გადაწყვეტილება რაც არის, პატრიარქის გადაწყვეტილება, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე დირექტორი. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით რომ გარკვეული მოვლენების გამო არ დასცალდა მეუფეს ამის გაკეთება,“ – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსმა.  ამ დრომდე პანსიონს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი…

მეტი...

14 ივნისი საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

„ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს თანადგომით და კომპანია “აჭარაბეთისა” და „სოკარის“ მხარდაერით, „ლისი ლეიკ დეველოპმენტ“-ის ტერიტორიაზე, შშშ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 100–ზე მეტმა, სხვადასხვა კატეგორიის მქონე შშმ პირებმა_ პარასპორტსმენებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა. გაიმართა სპორტული აქტივობები, კერძოდ, ველორბოლა ლისის ტბის გარშემო, როგორც ჩვეულებრივი, ისე ხელით სამართავი პარაველოსიპედებით და შემდეგ კონცერტი, რომელში მონაწილეობა შშმ პირებმაც მიიღეს. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე…

მეტი...

ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი განიხილება

ნატო-ს სამიტზე განიხილება თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოსთან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. გერმანული მედიის ცნობით, მერკელმა სამიტზე განსახილველ თემებს შორის ასევე ახსენა ბელარუსი, სადაც მისი თქმით, ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ლიდერების სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს.

მეტი...

ელექტროენერგეტიკის ბაზარზე რეფორმის მიმდინარეობის შესახებ სემეკი კონფერენციას გამართავს

15 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) გამართავს კონფერენციას თემაზე – „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა, შედეგები და გამოწვევები“. კონფერენციას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება საკითხები ელექტროენერგიის როგორც საცალო, ასევე საბითუმო ბაზართან დაკავშირებით. კონფერენცია გაიმართება სასტუმრო „Rooms Hotels Tbilisi“-ს საკონფერენციო დარბაზში „Garden Hall“. მისამართი: კოსტავას ქ.N14, 01080, თბილისი.

მეტი...

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა, რომელსაც ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. სამიტის გახსნაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევების გადალახვა არც ერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია. “ჩვენ ვხვდებით ჩვენი ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს. გეოპოლიტიკური კონკურენციის, რეგიონალური არასტაბილურობის, კიბერთავდასხმების და კლიმატური ცვლილებების პერიოდში. არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს მარტო. მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა მარტო არ არიან. ჩვენ ვდგავართ ერთად ნატო-ში. აქ წარმოდგენილი ქვეყნები მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიები არიან, რომლებიც თითქმის 1 მილიარდ ადამიანს და…

მეტი...

“ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ” – გიორგი გახარია

ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, -ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. მან აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო ის, რაც ვერ გაკეთდა, სურს ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს. „ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა…

მეტი...

“პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი გადავდგით” – გიორგი გახარია

პარტიის რეგიონული ორგანიზაციების შექმნის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯი გადავდგით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბათუმში რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ოფისის გახსნის გარდა, დღესვე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების პირველი სხდომა გაიმართა. „თბილისის შემდგომ პირველ რეგიონულ ოფისს ბათუმში ვხსნით. ეს არ არის შემთხვევითი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატება განისაზღვრება თბილისის, ბათუმისა და სხვა ქალაქების წარმატებით, ამიტომ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ეს ნაბიჯი. დღესვე გაიმართა პოლიტსაბჭოს წევრების პირველი სხდომა. განვიხილეთ ის პრინციპული მიმართულებები, რომლებიც უკვე ავსახეთ ჩვენს პროგრამაში. პროგრამა მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის…

მეტი...

პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი. ქალაქ თბილისში „თელასის“ ნაცვლად მოსახლეობასა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თ ელ მი კო), ხოლო რეგიონებში, “ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად – „ეპ ჯორჯია მიწოდება“. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თ ელ მი კო) და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს. ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად.

მეტი...

საპატრიარქოს წარმომადგენლები ნინოწმინდაში ჩავლენ

რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ჯერ დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავლენ და  გადაწყვეტილება ამის შემდეგ, ადგილზე გაჟღერდება. “რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული საპატრიარქოს და კათოლიკოს პატრიარქის მიერ, გაჟღერებული იქნება ნინოწმინდაში, როდესაც ჩავალთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნინოწმინდაში გაჟღერდება,” – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება. “ეს არის ისეთი ინსტიტუცია, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა. ჩვენ კონსიტუტუციამ, გაეროს ფაკულტატურმა ოქმმა მოგცა იმის საშუალება, რომ მონიტორინგი…

მეტი...

“ნატო-მ უნდა შეძლოს ალიანსის განმტკიცება და სამეზობლოში არსებული კრიზისების დაძლევა” – ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი – ნატო-მ უნდა შეძლოს ალიანსის განმტკიცება და სამეზობლოში არსებული კრიზისების დაძლევაც, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ნატო-ს ლიდერების სამიტზე გააკეთა. ანგელმა მერკელმა მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ნატო მზად უნდა იყოს მომავლისთვის, ალიანსმა უნდა მოახდინოს ინსტრუმენტებისა და მეთოდების ადაპტაცია. ეს აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ამასთან ერთად დავრჩეთ ჩვენი მთავარი ამოცანის ერთგულები, რაც ალიანსის განმტკიცებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს, ეს უნდა მოხდეს ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლის პრინციპის დაცვით, ასევე ჩვენი ნებით დავძლიოთ ჩვენს სამეზობლოში არსებული კრიზისები. ეს უნდა მოვახერხოთ კოლექტიური თავდაცვის მიდგომით,…

მეტი...

“ერიკსენს გული გაუჩერდა და უკვე ჩვენთან აღარ იყო” – დანიის ნაკრების ექიმი

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა, მარტინ ბოესენმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიკსენმა გულის შეტევა გადაიტანა. „მას გული გაუჩერდა და უკვე ჩვენთან აღარ იყო. თუმცა, ძალიან მალე მოვახერხეთ მისი მობრუნება. რამდენად ახლოს ვიყავით ლეტალურად შედეგთან, ძნელი სათქმელია. ახლა მისი ყველა ტესტი დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა დანიის ნაკრების ექიმმა.

მეტი...

“23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით” – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ ნანა ბუნტურმა განაცხადა. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო დაესწრნენ. ნანა ბუნტური კელი დეგნანს და ჰელგა მარია შმიდს შეხვდა და როგორც მან აღნიშნა, ისინი დაპირდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდებიან. „შევხვდით ამერიკის ელჩს,…

მეტი...

თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას “სახელმწიფო ელექტროსისტემა” ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.  “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

მეტი...

“ზაზა გახელაძის შემთხვევა არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში” – კელი დეგნანი

მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. „ამას თავის შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და უნდა შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება,“-განაცხადა ელჩმა.

მეტი...

თუ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინაზე, ეს შეამცირებს ვაკუუმს რეგიონში და ხელს შეუშლის რუსეთს შექმნას ქაოსი – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრის რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს არა მხოლოდ მეზობლების წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც. ევროპარლამენტარის თქმით, პუტინი ქმნის ვაკუუმს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეზობლებთან მიმართებაში და ასე ცდილობს გავლენის გაძლიერებას რეგიონში. “თუ ვისაუბრებთ, არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებაზე, არამედ, ევროპული უსაფრთხოების საკითხზე, უნდა ავღნიშნო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე დასავლეთის სამზობლოსა და ბალკანეთის რეგიონში უსაფრთხოების არსებული ვაკუუმი არის დიდი პრობლემა. ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინი სწორედ ამ ვაკუუმს იყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეზობლებთან მიმართებაში და ასე ცდილობს გავლენის გაძლიერებას რეგიონში. ის იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს არა მხოლოდ მეზობლების წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების…

მეტი...

“NATO-რუსეთის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე, ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა” – იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში NATO-ს სამიტი იმართება – დღის წესრიგში საქართველოს საკითხიცაა. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე შეიკრიბნენ. მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, დღეს დასკვნით დოკუმენტს მიიღებენ. ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ კომუნიკეში ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ ევრო-ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი. NATO-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO-ს ურყევი მხარდაჭერა “ღირებული პარტნიორებისადმი” – ანუ საქართველოსა და უკრაინისადმი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება. გარდა ამისა, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, NATO ადაპტირდება და არსებულ გამოწვევებს მაღალი მზაობით პასუხობს. მისივე თქმით, მათ სურთ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ალიანსის გაძლიერებაში. “ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობაში ახალი თავი იხსნება. NATO-ს ლიდერებთან ერთად   ვისაუბრებთ ჩვენს რუსეთთან ურთიერთობაზე. მინდა ავღნიშნო რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა არ ყოფილა ასეთ დაბალ ნიშნულზე ცივი ომის შემდეგ. ეს კი…

მეტი...

“საქართველოს მთავრობამ ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

მეტი...

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან

პროტესტის 231-ე დღე გუმათში -” ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან. ევროკავშირის წარმომადგენელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, “რიონის მცველებმა” რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს – მათ შორის, მოიხსნას რკინის ბარიკადები, გაათავისუფლონ აქტივისტები და საპოლიციო ძალები ხეობიდან გავიდნენ. “ჩვენი პირობებია აღებული იყოს ეს ბლოკპოსტი, გაყვანილი იქნას ის საპოლიციო ძალები, რომლებიც ხეობაში ჰყავთ განთავსებული, მოგვეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ნამოხვანში ჩვენი პროტესტის წინანდელ ადგილზე დაბრუნების საშუალება და ყველაზე მკაფიოდ დავაყენეთ უსამართლოდ დაკავებული ბიჭების საკითხი,” – განაცხადა მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრმა მაკა სულაძემ. მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 18 ივნისამდე მისცეს, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება, თუ არა მხარეებს…

მეტი...

“სად არის ჩემი ფული?! ” – მუსიკოსები პარლამენტს მიმართავენ

საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით, 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს. მუსიკოსების თქმით, მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას, ხშირ შემთხვევაში ჰონორარების განაწილების პრინციპი ირღვევა. პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ხელოვანებმა ბრიფინგი გამართეს.”კონკრეტული კანონები, რომელიც დღეს არსებობს, იმდენად ბუნდოვანია, რომ ფაქტობრივად არარსებულია. ჩვენი თხოვნაა, რომ კანონმდებლობის დონეზე ეს კანონები, რაც საავტორო უფლებებს და საავტორო უფლებებით ანაზღაურებას ეხება, გახდეს კონკრეტული, გამჭვირვალე და ავიდეს საკანონმდებლო დონეზე,” – აღნიშნა მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა. მომღერალი რომა რცხილაძე ამბობს, რომ კულტურის სფეროს სათანადო მხარდაჭერა, ხელოვან ხალხს კი გაფრთხილება სჭირდება. “სად არის ჩემი ფული?! – ჩვენ ხელოვან ხალხს გაფრთხილება გვჭირდება. კულტურას, თუ…

მეტი...

მოწამვლა და კიბერშეტევა – ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის აგრესიაზე საუბრობს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რუსეთის მხრიდან მეზობლებზე განხორციელებულ აგრესიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეტევის ერთ-ერთი ფორმა მოწამვლა და კიბერთავდასხმაა. აღნიშნულის შესახებ, სტოლტენბერგმა  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე ისაუბრა. „ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში. ასევე, კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისვე შეფასებით, ნატოს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს – ნატო 2030, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვის და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას.

მეტი...

კლინიკაში შევარდნილი სატვირთო ავტომანქანის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ფაქტის შედეგად, დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა მერ შეძლეს. შეგახსენებთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში  სატვირთო ავტომანქანა შევარდა რომელმაც რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა გაჭყლიტა. დაშავდნენ და დაიღუპნენ კლინიკის ეზოში მყოფი ადამიანები. ამ ეტაპისთვის, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დაშავებული რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა. ავარიის შედეგად, სულ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს

დღეიდან, ყოველ ორშაბათს PSP -სა და MASTERCARD-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში PSP-ს ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით მომხმარებელი განსაკუთრებული პირობით ისარგებლებს. MASTERCARD-ის ბარათით გადახდისას ჯანმრთელობისა და სილამაზის ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებლები ისარგებლებენ ყველა მიმდინარე აქციითა და ფასდაკლებით სააფთიაქო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე და დამატებით 10% ქეშბექს მიიღებენ. „მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. კიდევ უფრო მარტივი და სარგებლიანი რომ გავხადოთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა, მუდმივად განსაკუთრებულ სარგებელს ვთავაზობთ. MASTERCARD-თან ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყოველ ორშაბათს, PSP-ს ნებისმიერ ფილიალში, MASTERCARD- ბარათით გადახდისას მომხმარებელი ქსელში არსებულ ყველა აქციით სარგებლობასთან ერთად დამატებით გადახდილი თანხის 10%-ს დაიბრუნებს უკან. ეს…

მეტი...

“თუ საქართველოდან უცხოეთში სისხლის ნაწილი იყიდება, ის გადასაყრელი და გამოუსადეგარია“ – ექსპერტი

საქართველოდან უცხოეთში სამედიცინო პროდუქტები იყიდება, თუმცა, ეს არ არის სისხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აკლდება. როგორც  ევროპის საბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტთა მუდმივმოქმედი კომიტეტის ექსპერტი ლევან ავალიაშვილი განმარტავს, სისულელეა, რომ სისხლის ბანკი უანგაროდ ჩაბარებულ სისხლს უცხოეთში ყიდის და ის ჩვენს მოქალაქეებს აკლდებათ. „რაც შეეხება იმას რომ სისხლი იყიდება უცხოეთში და ქართველ პაციენტებს არ ჰყოფნის, ეს არის სისულელე. ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ უნდა იყოს, თუ შვეიცარიასა და გერმანიაში ქართული სისხლი გაიყიდება, მაგრამ, რეალობა ასეთია. პლაზმა, სისხლის ერთ-ერთი კომპონენტი გვრჩება დიდი რაოდენობით და პლაზმის ნაწილი იყიდება უცხოურ კომპანიებზე, რომლითაც აწარმოებენ პლაზმის პრეპარატებს. ეს პლაზმაც…

მეტი...

კორონავირუსით 12 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 6, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მეტი...

კორონავირუსით 311 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 10 442 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 311  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 936  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.98 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  354 276-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.30%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

მეტი...

რატომ იყიდება დონორებისგან უანგაროდ ჩაბარებული სისხლი?! – ექსპერტის განმარტება

საქართველოში სისხლის დონაცია, უანგაროდ და უფასოდ ჩაბარება ერთგვარ ტრადიციად იქცა და მოქალაქეები ხშირად აბარებენ სისხლის სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა, არსებობს არაერთი ინფორმაცია, რომ უფასოდ გაღებულ სისხლის სისხლის ბანკები ყიდიან და „ფულს აკეთებენ“. როგორც ევროპის საბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტთა მუდმივმოქმედი კომიტეტის ექსპერტი ლევან ავალიშვილი განმარტავს, სისხლი იყიდება, თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები. „სისხლს უანგაროდ ვაბარებთ, თუმცა, სისხლის ბანკები მას ყიდიან – ეს  ხშირად მსმენია. სისხლი იმ სახით, რა სახითაც მას დონორისგან ვიღებთ, პაციენტისთვის გამოუსადეგარია, მას სისხლს ასე პირდაპირ არ უსხამენ. სისხლი უნდა დამუშავდეს, გადამუშავდეს, დამზადდეს 3 სხვადასხვა კომპონენტი, უნდა შემოწმდეს სხვადასხვა…

მეტი...

„სინოვაკით“ აცრაზე რეგისტრაცია იწყება

ვაქცინაციის მსურველებს, შეუძლიათ, “სინოვაკით”  აცრაზე რეგისტრაციის პროცესში ჩაერთონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია ორივე დოზაზე. “სინოვაკით” მეორედ აცრა პირველი პროცედურიდან 14-28 დღის გამოტოვებთ არის შესაძლებელი. საუბარია ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ინაქტივირებულ ვაქცინაზე. აცრაზე ადგილის დასაჯავშნად უნდა მიმართოთ ელექტრონულ მისამართს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

მეტი...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისია დღეს ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გამოკითხავს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბება. დეპუტატებთან ერთად სხდომას ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრებიც დაესწრებიან. კონკრეტულად რა აინტერესებთ კომისიის წევრებს მათგან – განმარტებების გაკეთებას კანონმდებლები შეხვედრის შემდეგ აპირებენ. დღესვე სხდომაზე უნდა შეფასდეს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. პარალელურად, დეპუტატები ვენეციის კომისიიდან რეკომენდაციებს ელოდებიან.

მეტი...

“ადამიანის ქცევის შეცვლის გარანტია არ არსებობს, ის ვლადიმერ პუტინია” – ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კითხვაზე, თუ რატომ არ შეცვალა პუტინმა თავისი ქცევა აშშ-ის ყველა ქმედების საპასუხოდ, სიცილით უპასუხა – „ადამიანის ქცევის შეცვლის გარანტია არ არსებობს, ის ვლადიმერ პუტინია“. „ავტოკრატებს უზარმაზარი ძალა აქვთ და მათ არ უნდა უპასუხონ საზოგადოებას. ფაქტი სრულიად შესაძლებლად მდგომარეობს იმაში, რომ თუ მე ვუპასუხებ რუსეთის ნაბიჯებს იმ გზით, როგორც მე ამას გავაკეთებ, ეს მას ქცევას ვერ მოაშლევინებს, ის გაგრძელებას მოისურვებს“, – განაცხადა ბაიდენმა დიდი შვიდიანის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა აშშ-სთვის კიბერ კრიმინალების გადასაცემად, თუ ვაშინგტონიც ანალოგიურად იმოქმედებს. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა პრობლემების…

მეტი...