“ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?” – ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე

  •  

ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, კობახიძის განცხადებები ირონიული და შეურაცხმყოფელია.

„ერთი ფრთა ებრძვის მეორე ფრთას და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ერთმანეთი შეამკონ განსაკუთრებულად მძიმე ლექსიკით. მათთვის ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე? სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად გვაინტერესებს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მივიდეთ ძლიერად. ბატონი კობახიძის განცხადებები ხშირად არის კარიკატურის შინაარსის და მისი განცხადებების ანატომია არის არამხოლოდ ირონია, არამედ შეურაცხყოფა თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები