„ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას” – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

როგორც თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად ვერ გახდება. მას შემდეგ, რაც ეს შემდგარი ფაქტი იქნება და „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონპროექტს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და აპირებს, იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. დროის ამბავია. ჩვენ საქართველოში სავარაუდოდ მომავალ კვირას დავბრუნდებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები