შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს – ტრაგედია ექსკურსიის დროს მოხდა

შაორის ტბაში ჩავარდნილი 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. ის მაშველებს ამ წუთებში ამოჰყავთ. 

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ბიჭი სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა. მოსწავლეებს თან მშობლები და მასწავლებლები ახლდნენ.

მსგავსი თემები