50 კაციანი ქორწილები დასაშვები უნდა გახდეს

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაშ, არალეგალურად 200-300 კაციანი ქორწილები მაინც იმართება. შესაბამისად, ითხოვს, რომ 50 კაციანი ღონისძიებები დაშვებული იყოს, რომ კანონმორჩილებმა ეს სივრცე მაინც აითვისონ. აღნიშნულის შესახებ განცხადება შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „კანონის გვერდის ავლით, 200-250 ადამიანის დასწრებით ღონისძიებები მაინც იმართება და რეალურად, კანონმორჩილი ოპერატორები  იჩაგრებიან. სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნა და რეგულაციების დაცვით 50 ადამიანამდე ქორწილებისა და ღონისძიებების დაშვებაა. გავიღვიძეთ ძალიან რთულ ვითარებაში იმ კუთხით, რომ დღესდღეობით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს დაახლოებით 40%, უბრალოდ, არ არსებობს. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, დღეს ქვეყანაში არის უმუშევრობა და ვაკანსიები ამ…

მეტი...

სამუშაო დღე 08:00 სათზე უნდა დაიწყოს

“რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი” შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ  ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო საათები 08:00 საათზე  წაიყოს და 16:00 საათზე დამთავრდეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ სამუშაო დღე 18:00/19:00 საათის ნაცვლად 16:00 საათზე დასრულდება, ადამიანებს მეტი დრო ექნებათ საკუთარი თავისთვის და ეკონომიკაშიც მეტი თანხა ჩაბრუნდება: “უმნიშვნელოვანესია, რომ 08:00 საათზე იწყებოდეს ყველა ის სამსახური, რომელიც დღესდღეობით 10 საათზე იწყება.  2 საათით ადრე შევქმნათ პრეცედენტი ქვეყანაში გაღვიძების. 16:00 საათზე დასრულებული სამსახურის შემდეგ, ადამიანს უფრო მეტი დრო რჩება თავის თავისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ეს ბევრი დროის დარჩენა ნიშნავს, რომ ეკონომიკაში მეტი თანხა იტრიალებს.…

მეტი...

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები 86 ხმით მიიღო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. რიგგარეშე სესიის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის განხილვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დასრულდა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება  „ქართული ოცნების“ მიერ აღებული ვალდებულებაა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარტია „მოქალაქეებთან“ გაფორმებული მემორანდუმის და შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ნაწილია. საარჩევნო რეფორმის შედეგად, იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი წესდება. ცვლილებები კანონში წარმოდგენილია საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების პროცესის, მისი შეჯამების და საარჩევნო დავების მიმართულებით. კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და…

მეტი...

“რატომ ვერ იკავებთ თავს, ამ დარბაზში საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანოთ?” – მდინარაძე “ნაციონალებს“

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ ვერ იკავებთ თავს, რა დაუოკებელი სურვილია ასეთი, რომ ამ დარბაზში საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანოთ და ეს არ აკადროთ ამ დარბაზს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. მდინარაძე სესიაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ წევრის მიერ რუსეთის ჰიმნის ჩართვას გამოეხმაურა. „ოკუპაციაზე ლაპარაკობენ, მოღალატეობრივ რეზოლუციაზე აღარ ვილაპარაკებ, რომელსაც მათ მოაწერეს ხელი ომიდან 2 თვის თავზე. ეს არ იკმარეთ და დღემდე ახსენებთ ხალხს რუსულ ჰიმნს და ამ მეთოდებით ვითომ რაღაცის წინააღმდეგ იბრძვით. როდესაც მოგონილ პრობლემებს ებრძვით, რეალური პრობლემები რჩება გვერდზე და ასეთ პრობლემებს თქვენ თუ ვერ აგნებთ,…

მეტი...

„ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე  წუწუნებთ, ჩვენი სახლი ტალახიანიაო“ – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

„რას ჰგავს თქვენი საქციელი, იცით? ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე, ამ ტრიბუნასთან მოდიხართ და წუწუნებთ, რომ ჩვენი სახლი ტალახიანიაო. ასე ექცევით საკუთარ სასამართლოს“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციას. რიგგარეშე სხდომაზე არჩილ  თალაკვაძემ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებულ პოზიციებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მედიის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. „2012 წლამდე ქვეყანაში სულ 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა, საზოგადოებრივის ჩათვლით. დღეის მდგომარეობით საქართველოში 20 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელი მოქმედებს. ჯამში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია ფუნქციონირებს საქართველოში. ჩვენს შემდეგ საერთაშორისო შეფასებაში არიან პოლონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, სერბეთი და ლიბერალური მედია პოლიტიკის…

მეტი...

„ხაზარაძე საუკუნის ძარცვის პროექტია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ბატონმა ხაზარაძემ, ანაკლიის პროექტისთვის, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ის და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის 1.5 მლრდ. დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მლრდ; ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი“ – პრემიერ მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ხაზარაძე ამ ფულს ქვეყნის მოსახლეობას ართმევს. „ჩვენ აქ, მთელი მთავრობა ვესწრებით, თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყურადღებით მოგისმინეთ ყველას. ბატონმა ივანიშვილმა 3 მლრდ. დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ მეგობრებო, შედარებისთვის – ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ბატონი ხაზარაძე…

მეტი...

„მთავრობა, თურმე, ვამზადებთ თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას“ – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

„მე და მთლიანად ჩვენი გუნდი, მთავრობა გაძლევთ გარანტიას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულები, მთელი საპარლამენტო გუნდი, მთელი უმრავლესობა, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, ღია, თავისუფალ არჩევნებს და დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ჩვენი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის პესიმისტური გამოსვლები პარლამენტში ემსახურება იმას, რომ პოზიტიური მოლოდინები შეცვალონ და შეაფერხონ. „რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის დიდი ოპტიმიზმის მომცემია ის ფაქტი, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა 45%-მდე ზრდა, მაისის თვეში ჩვენ…

მეტი...

„შენ არ ხარ ადამიანი, ვისთან ერთად ომში წასვლა შეიძლება“ – დიმიტრი ხუნდაძე კოლოგას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ყოფილ თანაგუნდელს, მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ შალვა კერესელიძეს მიმართავს და უკვირს, რომ მას ლაპარაკი უსწავლია. ხუნდაძე კოლეგას ურჩევს, თუ ლაპარაკი იცოდა, საკუთარი გუნდისთვის მადლობა მაინც გადაეხადა, რომელმაც მას პარლამენტში ყოფნის მანდატი მიანიჭა.    „არ შემიძლია, შალვას არ გავცე პასუხი. ლაპარაკი გისწავლია შალვა, მაგრამ, თუ  ლაპარაკი იცოდი იმ გუნდისთვის, რომელმაც დეპუტატის მანდატი მოგანიჭა და ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა შენგან, მადლობა მაინც გეთქვა. მცხეთელები, რომლებიც გამოვიდნენ და შენ მათ ბრალს დებ რომ თითქოს, ისინი ვიღაცის დაძახილზე გამოვიდნენ, ეს არის შეურაცხყოფა. ისინი გამოვიდნენ იმისათვის, რომ სწორედაც რომ კონცეფტუალურად შლიდნენ…

მეტი...

„უნდა მოხდეს ციხე-სიმაგრეების პრივატიზაცია“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დროა, სახელმწიფომ პრივატიზების ნუსხა გააფართოვოს და ამ ნუსხაში ციხე-სიმაგრეებიც მოხვდეს.   „იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი გამოვიარეთ, არაფრის მესაკუთრეები არ ვიყავით, ჩვენ უბრალოდ არ ვფიქრობთ ისეთ რამეებზე, რომელსაც უზარმაზარი ფასი აქვს. ჩემი ოცნება ახდა და პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას ვუთხარი რისი მეპატრონეები არიან.  დადგა დრო, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ისინი არიან ძალიან მდიდრები და ნებისმიერი დაბადებული ბავშვი, მხოლოდ იმ ვალებით კი არ იბადება, რომელიც ჩვენ ავიღეთ, არამედ ისინი იბადებიან მემკვიდრეობით, რომელიც მათ მშობლებს არ მოუთხოვიათ არასოდეს, შესაბამისად ვერ გადაუციათ თავისი შვილებისთვის… უნდა მოხდეს…

მეტი...

„არ მოგცემთ უფლებას, უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად შემოხაზოთ“ – ტარიელ ნაკაიძე ირაკლი ღარიბაშვილს

„მე ქართველი მუსლიმი ვარ და არ მოგცემთ უფლებას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად შემოხაზოთ და მონიშნოთ“, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.  დეპუტატმა განაცხადა, რომ  პარასკევს, პლენარულ სხდომაზე  მის დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრისგან პასუხი ვერ მიიღო.  „ჩვენ ავაშენებთ მეჩეთებს, ავაშენებთ ეკლესიებს, სინაგოგებს და თავისუფალ, დამოუკიდებელ, მრავალფეროვან საქართველოს, რადგან ჩვენთვის ეს სულიერების უმთავრესი საკითხია. უფლებას არ მოგცემთ, გვერდი აუაროთ ჩვენს კითხვებს, საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს. შეგვეჯიბრეთ პატრიოტიზმსა და საქართველოს სიყვარულში“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ტარიელ ნაკაიძემ.

მეტი...

„გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში“ – მამუკა ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს

„გავეცანი მთავრობის ანგარიშს და გამიჩნდა ერთი კითხვა – ვისი ანგარიშია ეს? ეს არის პრემიერ გახარიას ანგარიში, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოღალატე უწოდა, რომელმაც თანამდებობის დატოვებიდან  სამი თვის შემდეგ განაცხადა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმია  სისტემაში“ – ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. „ლელოს“ თავმჯდომარის შეფასებით, ანგარიში გაშვებული შესაძლებლობების ქვეყნის შესაფერისია. „იზიარებთ თუ არ თქვენ ამ მდგომარეობას  და თუ იზიარებთ, მაშინ რატომ ერთი სიტყვით მაინც არ თქვით ამ სისტემური ყველაზე დიდი პრობლემის შესახებ, რომელიც აფერხებს ჩვენ წინსვლას.  მე ამ ანგარიშს დავარქვი გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში  ისევე, როგორც გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა. თქვენ გახსოვთ, რომ…

მეტი...

სრული უკონტროლობა, 200 კაციანი ქორწილი ბათუმში

ბათუმში 200-300 კაციანი ქორწილები თუ ღონისძიებები ჩვეულებრივ, უპრობლემოდ, ყოველგვარ რეგულაციების დაცვის გარეშე იმართება. ამას ყველა ხედავს, ამას ყველა ამჩნევს, თუმცა რეაგირება ნული. ფოტოები და ვიდეოები “მედიაცენტრ მთავარს” ერთ-ერთი ქორწილიდან გამოუგზავნეს. უფრო მეტიც, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტებით გადავსებულ ბათუმში ვერც კი იგრძნობთ, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში პანდემიაა, გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და მათ შორის, ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულოა. ეს ქორწილი ბათუმში 26 ივნისს გაიმართა, სადაც თამადა ყველასთვის ცნობილი მომღერალი ზურა მანჯავიძე იყო. ქორწილი ჩვეულებრივ, ტრადიციისამებრ გაიმართა, რომელსაც არც მომღერლები აკლდა და არც მოცეკვავეები. როგოც სპეციალისტები აცხადებენ, რაც ბათუმში ხდება, შედეგს სექტემბერში…

მეტი...

“იმედი მაქვს, ეს იქნება პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნითა და პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა” – ირაკლი ქადაგიშვილი

იმედი მაქვს, ეს იქნება პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნით და რუსული პროვოკაციის შედეგების იმპლემენტაციით მოხდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის განსაზღვრა, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა. „როდესაც მთავრობა თავისი განვითარების და ქვეყნის განვითარების ახალ გეგმებზე საუბრობს, რაღაცნაირად, სიმბოლურია, რომ ოპოზიცია, ჯერ კიდევ ასეთ ვითარებაში, ჯიუტად ცდილობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი და სხვა ატრიბუტიკა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელად და პარლამენტში ცხოვრების წესის არევის საშუალებად იქნას გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენს პარლამენტში ბოლო მცდელობა, რომ რუსული ჰიმნით და რუსული პროვოკაციის…

მეტი...

“თქვენ არ გჯერათ თავისუფალი საზოგადოების” – იაგო ხვიჩია მთავრობას

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების განხილვა მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რაც უფრო მკაცრდება ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონი, მით უფრო იზრდება ნარკომანიის პრობლემა. „რაც უფრო მკაცრდება სასჯელი, იზრდება არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა, არამედ სხვადასხვა მიზეზით დახოცილ ადამიანთა რაოდენობა, მაგალითად, ზედოზირებით, რადგან ვერ რეკავენ პოლიციაში ამ მიმართულებით მკაცრი და სასტიკი კანონმდებლობის გამო. რეალურად, ჩვენ მივდივართ იმ ქვეყნის მშენებლობისკენ, რომელსაც არ სჯერა ადამიანის თავისუფლების. „ქართულ ოცნებას“ არ სჯერა თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

ცნობილია, ვის გაუძვირდება გადასახადი ბუნებრივ აირზე პირველი ივლისიდან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისთვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს. შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს. სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს. როგორც აღინიშნა, ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის…

მეტი...

დამოუკიდებელი იურისტები მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ

დამოუკიდებელი იურისტები მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ. მიზეზად შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას ასახელებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან, ოპოზიციასთან და სხვა იურისტებთან ერთად იმუშავებს იმ ცვლილებების მოსამზადებლად, რასაც სასამართლო რეფორმა ითვალისწინებს. “შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც კეთილსინდისიერებას შეაფასებს მოსამართლეების და ეს კომისია იქნება დაკომპლექტებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უცხოელი ექსპერტების მხრიდან,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსის” თავმჯდომარემ ეკატერინე ციმაკურიძემ.

მეტი...

“დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში” – მოსამართლეების მიმართვას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების ერთობლივ მიმართვას პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. “მოსამართლეები უკვე ჩამოყალიბდა ავტონომიურ კლანად, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოემსახუროს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, გაატაროს მისი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები და დღეს მოსამართლეები თავხედურად ბედავენ რაღაც ბუნტს. ის განცხადებები, რაც მათ გააკეთეს, ეს პირდაპირ ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. მთელი სისტემა უნდა დაინგრეს და ახალი კანონის საფუძველზე უნდა აშენდეს თავიდან,” – განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით კი, ზოგიერთი მოსამართლის განცხადება სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით, სამარცხვინოა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, იურიდიულ საკითხთა…

მეტი...

ნინო წილოსანმა ოპოზიციას მიმართა – ათწლიანი გეგმების კრიტიკის ნაცვლად, კარგი იქნება, ქვეყნის მართვაში თუ ჩაერთვებით

უკეთესი შედეგისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ჩაერთოთ იმ უმნიშვნელოვანეს მართვაში, რასაც ჰქვია ხელისუფლება, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე. „თქვენ ოპოზიცია ხართ ხელისუფლების ნაწილი და იმედია, რომ ამას ოდესმე გაათვითცნობიერებთ და იმის ნაცვლად, რომ აკრიტიკოთ 10-წლიანი გეგმები, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე და პრიორიტეტებზე და, მათ შორის, თქვენც უნდა იღებდეთ ამაში მონაწილეობას. როგორც პარლამენტის წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე, მოგიწოდებთ, რომ გაათვითცნობიეროთ თქვენი მოვალეობები და აკეთოთ საქმე“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ტრიბუნიდან ყველაზე მეტად, რაც ხალხს სჭირდება არის ის, რომ მოისმინოს სიმართლე – რა გაკეთდა,…

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის კონსესუსი შედგა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის კონსესუსი შედგა. პროექტის ინიცირება პარლამენტში დღეს მოხდება. ცვლილებები ეხება საარჩევნო ბარიერს, ფრაქციების შექმნისთვის დეპუტატების რაოდენობას და გენპროკურორის არჩევის წესს. “ჩვენ შევჯერდით საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, სრულად პროპორციული სისტემით, 2 %-იანი ბარიერი შემდგომი საპარლამენტო არჩევნები. პროკურორთან დაკავშირებით, 2-ჯერ 3/5 -ის აუცილებლობა და შემდგომ, თუ ეს ვერ მოხერდხდა, პროკურორის 1 წლის ვადით დანიშნვა. ეს ყველაფერი ჩაიწერება კონსტუტუციაში და შევთანხმდით, რომ ყველაზე გვიან, მესამე მოსმენით ოქტომბერში უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის”…

მეტი...

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

დაბა ურეკში, საპატრულო პოლიციის შენობასთან, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. შეკრებილები მშვიდობიან აქციას მართავენ და დაკავებული პირების მუხლის გადაკვალიფიცირებას და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი სამართლიანი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  პერმამენტულ აქციებს გამართავენ და  პროტესტის სხვა კანონიერ გზებს მიმართავენ.  13 დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა გუშინ შუფარდეს.

მეტი...

„გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა“ – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს.კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია…

მეტი...

“პრეზიდენტი პრაიდზე მივიდეს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის მოძღვარს და აჩვენოს საზოგადოებრივი თვითშეგნება” – რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტს ღირსების მარშზე მისვლას ურჩევს. “ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს, ეს არგუმენტი სწორია მაგრამ არასაკმარისი, არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ადამიანურად უნდა მივუდგეთ. საქართველოს პრეზიდენტმა კეთილი ინებოს, 5-ში პრაიდზე მივიდეს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის მოძღვარს და აჩვენოს საზოგადოებრივი თვითშეგნება,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო. კერძოდ, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც ნონა მამულაშვილის საქციელს სირცხვილი უწოდა. „ბრავო, ბრავო. ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს რომ აჟღერებთ, ბრავო! ბრწყინვალე მაგალითი არის. სირცხვილია. საქართველოს პლენარულ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, რუსეთის ჰიმნი ჩართეთ თქვენ ახლა, ბრავო. კარგად აჩვენებს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მეტი...

“დასავლეთში მოსწავლეებს არწმუნებენ, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო” – ლავროვის განცხადებით, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის დამცველი რუსეთია” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მსოფლიოში ქრისტიანული კულტურის დამცველი რუსეთია. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში “სახელმძღვანელო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს არწმუნებენ, რომ ქრისტე ბისექსუალი იყო”.  რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, რომ მსოფლიოში გლობალური შეტევა მიმდინარეობს ყველა მსოფლიო რელიგიის საფუძვლებზე. ლავროვი  დასავლეთს და ევროკავშირის სახელმწიფოებს აკრიტიკებს და უპერსპექტივოს უწოდებს მათ სურვილს, რომ “ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები” თავს მოახვიონ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით რუსეთსა და ჩინეთს.

მეტი...

“თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება” – კობახიძე

თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამაზე მმართველ გუნდს პოლიტიკური რეაქცია ექნება. „შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ასეთი ქმედება. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ბუნებრივია, გვექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, გასულ კვირას მიიღო. პროექტს მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ…

მეტი...

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მივიდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მივიდა. ომბუდსმენს მასპინძლობას პანსიონის ახალი მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უწევს. ხანგრძლივი უშედეგო მცდელობის შემდეგ ომბუდსმენს პანსიონში შესვლაზე თანხმობა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელმა 17 ივნისს თბილისში გამართული შეხვედრისას მისცა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მისი ჩასვლის შემდეგ ბავშვთა სახლში მონიტორინგი დაიწყება.

მეტი...

“ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო” – გიორგი ვაშაძე

ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ დებატებზე მწვავე გამოსვლა ექნება. „ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო. „მიმინო“ გამახსენდა – „ჩერეზ 5 ლეტ პამაგუო”, მისი გამოსვლა დაახლოებით ასე იყო. გვითხრეს, ათ წელში გეშველებათო და თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, 400 ათასი ადამიანით შემცირდება სამუშაო ადგილები,…

მეტი...

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე შეიმუშავეს. მოსამართლეები მოუწოდებენ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად. როგორც მიმართვაში მოსამართლეები აცხადებენ, სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. მათივე თქმით, მზად არიან, მოისმინონ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების შემდგომ გაძლიერებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. თუმცა, მათივე თქმით, „არავის აქვს უფლება, ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური პრინციპი, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ორგანოებს შეუზღუდოს…

მეტი...

“რადიომაუწყებლობის კომპანიებს “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის” მიმართ მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ. მინისტრის თქმით, პანდემიის გამო, რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ, რის გამოც დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას.  “გადაწყვეტილება ვიცი, ძალიან გაუხარდებათ სხვადასხვა რადიომაუწყებელ კომპანიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი”, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მა  რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ “ტელე-რადიო ცენტრის” მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ,…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გნაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადად ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ტურისტების ტესტირება რეგულაცია უნდა იყოს და არა რეკომენდაცია. „მნიშვნელოვანია ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება, ვთვლით, რომ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდაა გაშლილი ტესტირების ცენტრები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და მოხდეს სხვა უწყებების მხრიდან ამის კონტროლი. ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას” – ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს. მისივე თქმით, რამდენიმე ჰომოფობიური განცხადება უკვე გაეპარათ და ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „მოკლედ, მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას. ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ბოლო ერთ კვირაში 2 ამგვარი რამ დღის განმავლოობაში მთავარის დღის და დილის მთავარში თითოჯერ გაგვეპარა. ეს განცხადებები საიტიდანაც და ფბდანაც მყისიერად იქნა აღებული.”, – წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი…

მეტი...

“მზად ვართ, ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ” – ეკატერინე ტიკარაძე

ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კუთხით სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, პანდემიის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაქცინა, არამედ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სათანადოდ დაცვა. ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა…

მეტი...

„სამწუხაროდ ბევრია ფაქტები, სადაც ქორწილები იმართება და ირღვევა კანონი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიცენტრ მთავარში“

„გარდაუვალი ხდება ზაფხულის პერიოდში ივენთების გამართვა,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში,“ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ 50 კაციანი ქორწილები რესტორნებში მაინც იმართება, მისი სურვილი ამან რეგალური სახე მიიღოს: „„სამწუხაროდ ბევრია ფაქტები, სადაც ქორწილები იმართება და ირღვევა კანონი, ზაფხულის პერიოდში, ყველგან არის ეს არსად არ არის თავშეკავება, თუ ოპერატორი თავს არ იკავებს ეს ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების წინაშე. ჩვენი მოთხოვნა ისაა, სადაც არალეგალურად კეთდება 50 კაციანი ქორწილების გამართვა, ყველას მიეცეს რეგალურად ამის საშუალება. მომრავლდა ტურისტული ნაკადი, 80 პროცენტიანი დატვირთვა აქვს უკვე აჭარას, კახეთსაც. აქ რეგულაციები…

მეტი...

„ჩვენი სფერო ახლიდან, თავიდან დაიბადა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიცანტრ მთავრში“

„ჩვენი სფერო პატარა ბავშვი იზრდება, ამ ვითარებაში დადებითი არის, ის, რომ სფეროში განვითარდა ის მიმართულებები, რაც დღემდე არ გვქონდა,“ – ამის შესახებ „მედიცანეტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტორნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ ტურისტების ინტერესებზე, მისივე თქმით ამით ტრადიციებს საფრთხე არ ემუქრება: ჩვენი სფერო ახლიდან დაიბადა,  მაგალითად ის, რომ რესტორანი არაა მხოლოდ დათრობის ადგილი და იქ შესაძლოა ვახშმობა, სადილი და საქმიანი შეხვედრები. 9 მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოდის და ამაზე გადაერთო თითქმის ბიზნესი, რაც სწორი მიმართულება, გადასული ვართ იმაზე, რას ითხოვს სტუმარი და არა რას შევთავაზებთ ჩვენ,…

მეტი...

ოზურგეთში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

ოზურგეთში 17 წლის მოზარდი დაჭრეს. ამ დროისთვის, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. საერთაშორისო მედიცინის ცენტრში მას საოპერაციოდ ამზადებენ. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა კისრის არეში აქვს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოზარდი გუშინ დაჭრეს. ოჯახის ინფორმაციით, ის კლინიკაში თავის ფეხით მივიდა და დახმარება ითხოვა. ახლობლები დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათი თქმით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

მეტი...