„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე” – ნათია თურნავა

  •  

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ევროპელი მედიატორის ჩართულობით ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან ველოდებით დადებით ​კონტრნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით შეხვედრა დღეს ონლაინფორმატში გაიმართება.

„ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შსს-მ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი ​კონტრნაბიჯები ​წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან. ასევე დაცული იქნება სხვადასხვა უფლება და კანონმდებლობა, მათ შორის დაცული იქნება კერძო საკუთრების უფლება. არ იქნება გზების ბლოკირება. მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე. პროცესი მიდის პოზიტიურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები