„რაც არ უნდა მოღალატე დამიძახონ, მე ჩემს ლექსიკას არ შევცვლი“ – გიორგი გახარია

ყველაფრის მიუხედავად, მე მესმის რომ მე მომიწია მძიმე ნაბიჯის გადადგმა და მე დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე – თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის, მე ამასაც მოვითმენ“ – აცხადებს გიორგი გახარია. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მისი ლექსიკა არ შეიცვლება. „მე მესმის, ეს ჩემი ტვირთია – ის ტვირთია რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით მე ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი.ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ რომლებიც სხვადასხვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, რა თქმა უნდა არ შეიცვლება – იმიტომ რომ,  მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში – როდესაც მე…

მეტი...

„ერთი სიმართლე, ერთი ტყუილი და მორალურად ჩაფენილია, რომ გახარია მოღალატეა“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ „რეაქციაში“ ბიძინა ივანიშვილის წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავს რამეს ელოდა, მაგრამ არა ასე სწრაფად და არა ასეთი ფორმით.  „ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ – ამბობს ექსპრემიერი.  „ამ განცხადებაში არის ორი საკითხი – რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე – რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი – რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ…

მეტი...

„ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად სამი ათასი სპეცრაზმელის შეჭრა“ – გიორგი გახარია

„შეშინებული ადამიანის ბოდვა“ – ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის განცხადებას მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე. „ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა. პარტიის ხელმძღვანელობამ 13 თებერვალს მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას ნიკა მელიაზე იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო, მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მელია…

მეტი...

„სასწრაფოდ პოლიტსაბჭო მოვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს“ – გიორგი გახარია გადადგომის მიზეზებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას, გადადგომამდე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეფონზე არ უპასუხა, როგორც გიორგი გახარია განმარტავს, მას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობა ნამდვილად ჰქონდა.    „მე მქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობა.  როცა დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასდროს ამას ვერ გაბედავდნენ,  ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, სწორედ ამის მერე მქონდა დაკავშირების მცდელობა, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა. ამის მერე მე დავუძახე ჟურნალისტებს და მივიღე გადაწყვეტილება. მე არც ერთი პროცედურული ნაბიჯი პარტიის წინაშე არ დამირღვევია. როცა ვნახე, რომ პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან კომპრომისი ვერ ვიპოვე,…

მეტი...

ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შავდათუაშვილი  პირველი ძიუდოისტია, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს. სპორტსმენი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

მეტი...

თბილისი-კიევის თვითმფრინავში ბომბს ეძებენ

თვითმფრინავში, რომელიც თბილისიდან კიევის მიმართულებით გაფრინდა, ბომბს ეძებენ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისიდან როცა აფრინდა, ინფორმაცია შესაბამისმა სამსახურებმა მას შემდეგ მიიღეს. თვითმფრინავი „ბორისპოლის“ აეროპორტში დაეშვა, სადაც შესაბამისი ჯგუფები დახვდნენ და ამ წუთებში ბომბის ძებნა და მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს.    უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს როგორ მიმდინარეობს თვითმფრინავის ჩხრეკა და ნივთების შემოწმება.   თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ წუთამდე განცხადება არ კეთდება.

მეტი...

თორნიკე რიჟვაძე „კოვიდინფიცირებულია“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. „ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში”,- წერს რიჟვაძე.

მეტი...

„შიშით, 6 საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს“ – უმრავლესობა „ნაციონალებზე“

საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მათ პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობა რომ სდომოდათ, სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და შევიდოდნენ. „50 ადამიანი იყო შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის“ დასახვედრად და ამის შიშით ექვსი საათის განმავლობაში პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხეს, ვის შიშზე ლაპარაკობენ“, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ბრალდებასთან დაკავშირებით,  რომლის მიხედვითაც, მმართველ გუნდს მაში პარლამენტში შესვლის შეეშინდათ, სხდომა ამიტომ დაასრულეს სასწრაფო წესით და გაიქცნენ. როგორც მდინარაძე განმარტავს, მათ ვერ დაესიზმრებოდათ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განცხადების გაკეთება სურდა. „პოლიტიკური განცხადების გაკეთება თუ უნდოდათ, ჩაგვაყენონ ხოლმე საქმის კურსში.  არ…

მეტი...

ნასვამ მძღოლებზე სანქციები მკაცრდება

საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას ეხება. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობამაც მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა. ცვლილება მოპედის მართვასაც ეხება, კერძოდ, პროექტით, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა. მართვის უფლების…

მეტი...

„რჩებიან მარგინალურ ზონაში“ – თალაკვაძე „ნაციონალებზე“

„ვიდრე ისინი ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, რჩებიან მარგინალურ ზონაში“ – ეს განცხადება არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც დღეს პარლამენტში შევიდნენ, თუმცა, შარლ მიშელის  ე.წ. შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა. მათ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. დანარჩენ პასუხებს უკვე ისინი პარლამენტში მიიღებენ შემდეგი თვეების განმავლობაში“ – განაცხადა თალაკვაძე. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. შეთანხმების დოკუმენტსაც ხელს მოაწერს. „მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც. ვიდრე მიშელის…

მეტი...

“მეც რომ წავალ, იმათთან ერთად ვიქნები“ – ბუბა კიკაბიძის გამოსათხოვარი სიტყვა მეგობარს

ბუბა კიკაბიძე ხელოვან რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება. მომღერალმა გააზიარა ვიდეომიმართვა, სადაც გაბრიაძესთან ურთიერთობაზე საუბრობს. „ღმერთმა ყველანაირი ნიჭი დააბერტყა, რაც კი შეიძლება ადამიანს ცალ-ცალკე ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ბოლო წლებში ხშირად მირეკავდა ხოლმე და სხვადასხვა თემაზე მესაუბრებოდა. ხმაზე ვგრძნობდი, რომ კარგად არ იყო. მაგრამ არაუშავს, იქ სადაც წავიდა და გაემგზავრება ამ დღეებში, იქ პირველი ალბათ, გიორგი დანელია შეხვდება. მასთან გვერდზე იქნება გია ყანჩელი. მეც რომ წავალ, იმათთან ერთად ვიქნები“, – ამბობს ბუბა კიკაბიძე.

მეტი...

“ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება: ხვალ რომ ისევ ტრაგედია მოხდეს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?!” – გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. ექსპერტიზა ჩუმადაა და არ იძლევა პასუხს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ექთნის გარდაცვალების დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს, რომ მეგი ცუდად გახდა და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. რაც გვაქვს, აქედან უნდა ამოვიდეთ, ვიმსჯელოთ… გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, ამოღებული…

მეტი...

“შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა” – ნატო ჩხეიძე

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა. „შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა. მოგეხსენებათ უკვე, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არის წინააღმდეგობა, ამიტომ არ ვაწერთ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, დანარჩენს ვნახავთ მომავალში. დღესვე ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ისინი დღეიდან ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა. როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

მეტი...

“გიორგი გახარია გადადგა, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. „როდესაც გამოგონილი თემებით მიდის კრიტიკა, რეალური თემები ყურადღების მიღმა რჩება“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ ჭორებზე აგებული კამპანია დაიწყო რეგიონებში. „ამ ადამიანს, რომელიც გუშინ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ გადადგა? შეიძლება, რომ რაღაცები მივაკეროთ გვერდიდან ლოგიკას, როცა ფაქტია ერთი და ნათელი – ეს ადამიანი გადადგა იმიტომ, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაეკავებინათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ეკუთვნოდა იმ დროს ლეგიტიმურად სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დაკავება და რას ცვლიდა ის 2-3 დღე, ჯერ რაციონალური…

მეტი...

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიდან ამ დროისთვის მხოლოდ თინა ბოკუჩავა იმყოფება

7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პირველი დეპუტატი, რომელიც საკანონდებლო ორგანოში მივიდა, თინა ბოკუჩავა იყო. პარტიის სხვა წევრები კი, საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მივლენ. პარლამენტი დღეიდან სრულყოფილი შემადგენლობით იმუშავებს. საკანონდებლო ორგანოში დანარჩენ დეპუტატებსაც ელოდებიან, თუმცა არა მხოლოდ კოლეგები. პარტიის გადაწყვეტილებას შენობის შესასვლელთან მოქალაქეები აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ არც ერთ მოძრაობას არ მიეკუთვნებიან. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. 

მეტი...

„ბატონმა ლევან რატიანმა მეგი ბაქრაძის მიღებაზე, თავიდან უარი თქვა“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ლევან რატიანმა უადგილობის გამო უარი თქვა პაციენტის მიღებაზე თავიდან, შემდეგ კი, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ადგილი, ლევან რატიანმა თქვა, მეგის გადარჩენა არგადარჩენა ბედისწერა იყო, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა. როგორც ადვოკატი ამბობს, პროკურატურა საქმეს აჭიანურებს და მიზეზად მასალების არქონას ასახელებს. ადვოკატები ბრალდებულ პირთა წრის გაფართოვებას ითხოვენ: „ არაფერი გაუკეთებია პროკურატურას, შპრიცები, რომელიც ადვოკატების მოთხოვნით ამოიღო პროკურატურამ,  21 ცალს შეადგენდა, თუმცა იმ პერიოდში აიცრა 20 ადამიანი, გაჩნდა კითხვა, რატომ იყო ზედმეტი შპრიცი, თუმცა არც ამით ინტერესდება პროკურატურა.  ამ…

მეტი...

„მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთეს“ – გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, თავიდანვე იდენთიფიცირდა, რომ გარკვეული მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ. დღემდე არ ვიცით, მეგის როდის გაუკეთდა ადრენალინი, მოწმეები ამბობენ, რომ მას გაუკეთდა დექსამეტაზონი და დიმედროლი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვიმა განაცხადა. ბარამაშვილი აცხადებს, რომ ნარჩენებში ადრენალინის ფლაკონი არ იქნა აღმოჩენილი, ბარამაშვილის ინფორმაციით მეგი ბაქრაძეს იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთეს: „მეგი ბაქრაძეს ადრენალინი არ გაკეთებია იმუნიზაციის სივრცეში, ვიოლეტა ინასარიძემ კი, დაინახა, რომ მეგი გახდა ცუდად და მაინც დატოვა კლინიკა, ასევე გარკვეულმა თანამშრომლებმა. მივიღეთ ასეთი მოცემულობა: კლინიკაში, რომელშიც გაწერილი იყო იმუნიზაციის ჩატარება პირებმა…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული” – ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაგვიჯერა, ჩვენ ვაფრთხილებდით მაშინ ჯერ კიდევ შეხვედრები იყო, სიტყვით გვაქვს მათთვის ნათქვამი, უმანდატო ბოკერიას და უგულავას ჭკუაზე ნუ ივლით, მათ დაკრულზე ნუ იცეკვებთ, არ დაგვიჯერეს, შემოდიან შერცხვენილები და თავლაფდასხმულები, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი არის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი. „ახლა მაინც დამიჯერონ, დაუჯერონ ჩვენს პარტიას, რჩება მინდა მივცე და თხოვნა მაქვს მათთან, აქ ცირკის მოსაწყობად ნუ შემოვლენ, ეს არის გასაცოდავებული გაღადაკებული ქვეყნის და ხალხის პარლამენტი, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ამ საქმით ვართ დაკავებული, დღე და ღამე ვცდილობთ, პენსიებზე ვიფიქროთ, ვეტერანების…

მეტი...

“მაღალი ალბათობით, ივლის-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა მიიღებს ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას და შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით ქვეყანა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. გამყრელიძის თქმით, შესაბამისად, ექნებათ საშუალება, საქართველოში ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მზადება და რეგიონებში შეხვედრები, ასევე დამატებით ამცრელი ბრიგადების მობილიზება. „ჩვენ რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე აცრა ყოველდღიურად. ამისთვის ახლა ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლის-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის…

მეტი...

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთაგან ჰოსპიტალში 3333 ადამიანი იმყოფება. როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 201 ადამიანი, 731 პირს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროება. გაბუნიამ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროგრამაზე. მისი განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ჯამურად 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. „ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ესენციურ ჯგუფებში, ასევე მოქალაქეებში. „სინოფარმის“ მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და „სინოვაკის“ პირველი დოზებით, ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება „სინოვაკის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯამურად, ორივე დოზით უკვე ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე და 130…

მეტი...

“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება” – თამარ გაბუნია

ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელიც 45 წელს ზემოთ ასაკში გამოყენებისთვის არის რეკომენდებული, როგორც გაბუნიამ განმარტა, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსხვავებული რეკომენდაცია არ იქნება, აღნიშნული ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნდება. „მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვოვაქსი“ თუ სხვა ნებისმიერი ვაქცინა, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ…

მეტი...

“საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამები არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს. „ვირუსის ახალი ვარიანტების ახალი შემთხვევები ლაბორატორიულად არ დადასტურებულა იმის შემდეგ, რაც გვქონდა ინფორმაცია, სავარაუდო ფაქტებს ვიკვლევთ. როდესაც ხდება ეჭვის მიტანა სხვადასხვა შტამზე, მიმდინარეობს მათი შემდგომი სეკვენირება. ჩვენთან კვლევა, მონიტორინგი სხვადასხვა შტამზე და მათ ცირკულაციაზე მიმდინარეობს. 5+1-ის შემდეგ აღარ დადასტურებულა“, – აღნიშნა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები 27 მაისს გამოვლინდა. ინდური შტამი ხუთ მოგზაურს დაუდგინდა. ამასთან, პირველ ივნისს ქვეყანაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დასტური იყო, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება ივანიშვილის პროექტი არ არის” – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი. წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „არ იყო მოსაწონი“ ის გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან გადაიდგა. „ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი გახარაის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან პოლიტიკური პარტია დააფუძნა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, როდესაც მან პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ გუშინ იხილა, კიდევ ერთი დასტური იყო იმისა,…

მეტი...

პრემიერის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ…

მეტი...

“მოიშორეთ წინაღობები, გაატარეთ რეფორმები და როდესაც პოლიტიკა იქნება სწორი, საქართველო ნატოს კარში შესვლას შეძლებს” – ჯეიმს აპატურაი

სამიტამდე ერთი კვირით ადრე, NATO-ში ხაზგასმით ამბობენ, რომ ღია კარის პოლიტიკის ერთგულები არიან. სამიტი მიიღებს კომუნიკეს, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი იქნება. ალიანსის წევრი ქვეყნები ერთი დღით შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც ამ სტატუსით ნატოს სამიტს პირველად დაესწრება. მანამდე ალიანსის გეგმებზე, ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს პერსპექტივებზე სხვადახვა ფორმატებში საუბრობენ. “კომუნიკეში ნახავთ მკაფიო გზავნილს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების. ახლა კონსენსუსი მაპზე არ არის, ეს ნათელია, მაგრამ ასევე ნათელია, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ჩემი აზრით, ქართველებს შეუძლიათ დაინახონ, რომ წინსვლა…

მეტი...

“საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია” – ირაკლი კობახიძე ბავშვთა პანსიონის შესახებ

ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა, დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ნინოწმინდაში განვითარებულ მოვლენებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გამოეხმაურა. “საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება გამოძიების შემდეგ,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მეტი...

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში 1 000 სკვერი, 15 პარკი, 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში 1 000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დღეს გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო მაღალი ხარისხის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ. შედეგი სახეზეა: სამი წლის მანძილზე მოწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში, 100 ჰექტარი განახლებული და მოწყობილი სივრცეა. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა…

მეტი...

„გვიხარია, ბედნიერები ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, კორიდორში მე გავიარე. „მიჭყვიტინებდნენ“ საყვირებით” – ვახო მეგრელიშვილი

7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ერთვება. მანამ, სანამ ენმ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, პარტია „გირჩის“ წევრებმა ხუმრობით განაცხადეს, რომ პირველ დღეს პარლამენტში შესულ „ნაცმოძრაობას“ წყლის თოფებით გაწუწავდნენ. „თან ზაფხულია, ცხელაო“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. თუმცა, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილთან საუბრისას გაირკვა, ისინი პოზოტიურად და იმედიანად ხვდებიან მათ. „გვიხარია, ბედნიერები ვართ. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, კორიდორში მე გავიარე. „მიჭყვიტინებდნენ“ საყვირებით, ყველანაირად კარგად ვხვდებით და დარბაზში ველოდებით. წყლის თოფებით გაწუწვა მაშინაც და ახლაც ხუმრობა იყო. პოლიტიკური მესიჯი ხომ გასაგებია, წყლით სირბილს არ ვაპირებთ. მგონია, რომ კარგი დღე და სრულფასოვანი პარლამენტი…

მეტი...

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით, შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული წარმოების მედიკამენტების საბაჟო ღირებულება  25 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მეტი...

„ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს ცალსახად არ ექნება მხარდაჭერა, შეიძლება წინააღმდეგ მივცე ხმა” – თამარ კორძაია

„ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს ცალსახად არ ექნება მხარდაჭერა, უფრო მეტიც, შეიძლება ხმა წინააღმდეგ მივცე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმ სულისკვეთებით არ მოქმედებს, რომელზეც შეთანხმება შედგა. „მმართველი გუნდი მოტივირებული არ არის, რეალური დიალოგი წარმართოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან და ისეთი დებულება, ისეთი ფორმით ჩაწერა, რაც შეიძლება ღირსების შემლახავი იყოს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ შეთანხმების შესრულების ასეთ ზღვარზე იაროს, ამ სულისკვეთებას დასავლელი პარტნიორები დაინახავენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მეტი...

“თბილისში დღეს არ ხორციელდება არც ერთი პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუ გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონზე არ არის დაცული” – კახა კალაძე

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მან მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებთა კეთილდღეობისთვის სამუშაოებს მომავალშიც გააგრძელებს. „ჯერ კიდევ 2017 წლს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არც ერთ ნებართვას და არც მოხდებოდა ისეთ ადგილებში მშენებლობების განხორციელება, სადაც იყო…

მეტი...

ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა

ნინოწმინდის პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა – დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარები დღეს სკოლაშიც წავიდნენ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ. ბოლო მონაცემებით, 31-მდე აღსაზრდელი რჩება ამ წუთებში პანსიონატში, 22-მა მათგანმა კი  შენობა უკვე დატოვა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 546, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 108, იმერეთში – 90

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 546, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 108, იმერეთში – 90, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 951-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 023 პირს დაუდასტურდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 307 ადამიანი დაინფიცირდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მეტი...