საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 131 შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 671 პირს დაუდასტურდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 741 შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.