დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში გამართულ დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის კოპენჰაგენის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოპენჰაგენის ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ერიკსენის ჯანმრთელობის შესახებ. მატჩის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მეტი...

დანიის ნაკრების ლიდერს მოედანზე გული გაუჩერდა

ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრის მიწურულს დანიის ნაკრების კაპიტანი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა. შეხვედრა ამ დროისთვის შეჩერებულია.

მეტი...

“მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობით და ფასილიტაციით მოხდა სომეხი ტყვეების გათავისუფლება” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხი ტყვეების გათავისუფლების ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება საქართველოს აქტიური ჩართულობის შედეგად მიიღო.  “მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ჩვენი აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. პირადად ვიმყოფებოდი მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის…

მეტი...

“ვაფასებთ საქართველოს პრემიერის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში” – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღდამის რეგიონში 97 000 ანტისატანკო და ანტისანაღმო რუკების აზერბაიჯანისადმი გადაცემის სანაცვლოდ 15 დაკავებული სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გადაეცა სომხეთს, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. “ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში. აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს…

მეტი...

“შეხვედრაზე ჩვენი პირობების ნაწილი შეთანხმდა” – რაზე შეთანხმდენენ ხელისუფლება და “რიონის მცველები”

„ნახმახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე მათ მიერ წაყენებული პირობების ნაწილზე შეთანხმებას მიაღწიეს. მისი თქმით, ხელისუფლებამ პარასკევამდე უნდა განახორციელოს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა, რკინის ბარიკადების აღება და ხეობაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაშვება. გოლეთიანის განცხადებით, ასევე უნდა შეწყდეს პროტესტის მონაწილეთა დაკავებები. როგორც მან აღნიშნა, ამ პირობების შესრულების შემდეგ, მხარეები კვლავ შეიკრიბებიან და პროექტის შინაარსობრივ დეტალებზე იმსჯელებენ. „დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებოდით, რათა მხარეებს პოზიციები დაგვეფიქსირებინა, რა შემთხვევაში დაიწყებოდა მედიაცია. თქვენ იცით, რომ ამისთვის გვქონდა ორი პირობა – აღებულიყო ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ამ…

მეტი...

ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

აზერბაიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. აღსანიშანვია, რომ ტყვეების გათავისუფლება საქართველოს ფასილიტაციით მოხდა.  “საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში…

მეტი...

ავარიას კრწანისის ქუჩაზე კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ კლინიკის დირექტორმა, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კლინიკაში სულ 5 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.  “ხუთი დაშავებულიდან ერთს მძიმე ტრავმები ჰქონდა და ვერ მოხერხდა გადარჩენა. გული გაუჩერდა. ოთხი დაშავებულიდან ერთი არის მცირეწლოვანი,”- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

მეტი...

1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული – კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში სატვირთო შევარდა

უბედური შემთხვევა თბილისში – კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 8. არსებული ინფორმაციით სატვირთო მანქანამ შეჯახების შედეგად ბეტონის კედელი გაანგრია და კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის” ეზოში შევარდა რა დროსაც ის ასევე მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა.  დაშავებულებიდან, სამის მდგომარეობა მძიმეა მათ ამ წუთებში კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” შესაბამისი სამედიცინო დახმარებას უწევენ.  რა გახდა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ სატვირთო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც მძღოლმა ტრანსპორტის მართვის კონტროლი დაკარგა. 

მეტი...

კომპანია „ენკა“ „ნამახვანჰესის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდეულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას არ აპირებს

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ“ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდეულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ.

მეტი...

“ვის სინდისზეც არის ელისაშვილის ასე გაფეტიშება და პარლამენტში წამოსკუპება, ერთი კომენტარიც არ აქვს გაკეთებული, ეთერებში დღე და ღამე დაუღალავად რომ დაათრევდა” – ზურაბ ნადირაძე ნიკა გვარამიას

“ამ რეგვენ – გაყიდულს თამასას უწევდა და საზოგადოებას არწმუნებდა მის უნიკალურობაში, გვარამიაზე მაქვს ლაპარაკი და ბევრიც გაიკვირვეთ საერთოდ არ მაინტერესებს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე წერს და ნიკა გვარამიას მიმართავს: „ მაგრად “ტეხავს” ერთი ხელით, რომ რაღაც ღირებულს უჭერ მხარს და მეორე ხელით ასეთი უპატიებელი “იაღლიში” მოგდის, ნაციონალური პარტიის სინდისიც არაა ამ მხრივ შეუბღალავი, თუმცა ამ ამბავს სხვა ძველი “კუდები” აქვს, ვიწრო და პატარა კაცური, რასაც ქვეყანა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადააყოლო (მიმხვედრი მიხვდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით)! ახლა ამ წამოსკუპებულ ფილთაქვას კი (ელისაშვილს), მისივე ინიციატივით…

მეტი...

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას მიმართავს

„ხელისუფლებას ადგილობრივი არჩევნების ჩატარება გადაწყვეტილი აქვს 2 ოქტომბერს რათა ოპოზიციამ ცხელ ზაფხულში ვერ მოასწროს საარჩევნო კამპანიის ჩატარება,“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და კითხვით მიმართავს პარლამენტში შესულებს: „რატომ სდუმს პარლამენტში შესული ოპოზიცია ამ საკითხზეც გაუგებარია,“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

“თუ ავიცრებით, წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოს ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. „იგეგმება დიდი რაოდენობით Pfizer-ის შემოტანაც, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ვაქცინას აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ერთეული შემთხვევები, ეს ყველა ქვეყანაში იქნება სადაც თუნდაც, 100%-იანი ვაქცინაცია ჩატარდება, კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ პრაქტიკულად, მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს, დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკა იქნება გახსნილი, ეკონომიკური ზრდა უკვე დაფიქსირდა, არნახული ზრდა…

მეტი...

“ახლა ვაქცინა გვაქვს ცოტა და მთხოვნელი გვყავს ძალიან ბევრი” – ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა გვქონდეს ვაქცინების გარანტირებული მოწოდება და ამასთან, ადამიანები უნდა იყვნენ მზად, რომ ვაქცინა გაიკეთონ, ორივე ფლანგზე არის სამუშაო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „გვჭირდება რეალურად თვეში 500 000-დან 600 000-მდე ადამიანის აცრა. ეს მარტივი არ იქნება. ლოჯისტიკურად ამის გამართვა არ არის მარტივი. ამასთან, ხელს გვიშლის ის, რომ ვაქცინებზე ულიმიტო ხელმისაწვდომობა არ გვაქვს. ორ პრობლემას ვაწყდებით: უნდა გვქონდეს ვაქცინების გარანტირებული მოწოდება და მეორე მხრივ, ადამიანები უნდა იყვნენ მზად, რომ ვაქცინა გაიკეთონ. ამიტომ, ორივე ფლანგზე არის სამუშაო. 200 000 ადამიანის აცრა ეს არის ის ნიშნული, რომელსაც გრიპის სეზონის დროს…

მეტი...

ნინოწმინდის პანსიონში ეპისკოპოს სპირიდონის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი ჩაიყვანეს

ნინოწმინდის პანსიონში სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის მხარდასაჭერად 50-მდე არასრულწლოვანი მიიყვანეს. ბავშვები დაწესებულებაში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიმ  ჩიყვანა. “პატრიოტთა ალიანსის” განცხადებით, არასრულწლოვნები წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფის წევრები არიან და ისინი სააღმზრდელო დაწესებულებაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან. მათივე ცნობით, ბავშვების ვიზიტი პანსიონში მშობლების თანხმობით განხორციელდა.

მეტი...

“ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის” – ივანე ჩხაიძე

მედიკოსები და იმუნოლოგები ყურადღებას ვაქცინების მცირე რაოდენობაზეც ამახვილებენ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის.  “დღევანდელი ვაქიცნების რაოდენობა საკმარისი არ არის. 3 მილიონ 200 000 დოზა,რომელსაც ზაფხულში ველოდებით, იქნება ის რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად მოგვცემს საშუალებას დღიურად 14-15 000 ადამიანზე ავიდეთ,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმედოვნებს, რომ ოქტომბრისთვის იმუნიზაციის პროცესი უფრო მეტად გააქტიურდება და ქვეყანაში მილიონ ნახევარი ადამიანი მაინც აიცრება.  ჯანდაცვის სექტორი საზოგადოებას მასობრივი იმუნიზაციისაკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა  მხოლოდ აცრაა. 

მეტი...

ევროკავშირის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაცია დაიწყო

„ნამახვანიჰესთან” დაკავშირებით არსებული დაპირისპირებისა და მიმდინარე პროცესების დასარეგულირებლად, საქმეშ ევროკავშირი ჩაერთო. კერძოდ კი, მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი  ჩაერთო. როგორც “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებენ ისინი ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარ პოზიციებს დეტალურად გააცნობენ და სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება, შედგება თუ არა მედიაცია, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. “დავაყენებთ  მწვავე საკითხებს, რომელმაც უნდა შექმნას შემდგომში  წინაპირობა, რომ დავიწყოთ უშუალოდ მედიაციის პროცესი. უნდა დაკმაყოფილდეს მინიმალური პირობა მაინც იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ და რაღაც მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას დიალოგისთვის. ჯერ ის რეპრესიები და პროცესები უნდა დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევხედავთ ჩვენ…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 681-ია

„კოვიდ 19“ -ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დედაქალაქშია.  მთლიანობაში კი, ამ ეტაპისთვის, მძიმე პაციენტების რაოდენობა 681-ს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065 საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 774, აჭარაში – 282, იმერეთში – 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, მათ შორის, თბილისში – 303, აჭარაში – 76, იმერეთში -147.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 14, იმერეთში – 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 – თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ…

მეტი...

კოვიდრეგულაციების დარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 439 ფაქტი გამოავლინა როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 59 პირი დააჯარიმა. „დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 284 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 96 ფაქტი გამოვლინდა“ – აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას…

მეტი...

ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. ნიკა მელიას თქმით, ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ. მათი თქმით, ვიზიტო 10 დღიანია და ამ ხნის განმავლობაში, სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. როგორც მელიამ აშშ-ში გამგზავრების წინ განაცხადა, – “მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს”.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 034-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 794 პირს დაუდასტურდა, 498 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 242, „პისიარ“ ტესტით – 16 425. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,64, ბოლო შვიდი დღის – 2,32 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 202…

მეტი...