„მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შინაარსით შევსება მისი პარტიის გასაკეთებელი იქნება. „ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესებს სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს,…

მეტი...

„260 მილიონი ლარი ჯერ კიდევ ვალად ადევს სამინისტროს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ დევი ჭანკოტაძეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. მისი თქმით, ძალიან ლარად იცის, რაც ქართულ ჯარში ხდებოდა. „ბატონო დევი, სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი თქვენთან პოლემიკაში შემოსვლას და არც წარმომედგინა, რომ ამ კითხვას დამისვამდით, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მეც ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჯარს, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჯარში წინა…

მეტი...

გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის თემა შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას და ასევე აქტიურად განიხილება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. „გაგრის რაიონის სოფელ აიბღას დაწყებული ანექსიის საგანგაშო ფაქტს, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა ამაზე საუბარი, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო…

მეტი...

„2013-14-ში კარგი ბიჭი იყავი და მერე რა დაგემართა“ – ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის პასუხს დარბაზში ხარხარი მოჰყვა. „ბატონო ლევან საერთოდ გახვედით კონტროლიდან. 2013-2014-ში კარგი ბიჭი იყავით და მერე რა დეგემართათ?! ეს იაფფასიანი, დარე ხასიათის კითხვები არ არის საზოგადოებროსთვის საინტერესო. ჩემი კითხვები ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?“ – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ლევან ხაბეიშვილს. შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა. „თქვენი და – თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს; თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს; თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში; თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც…

მეტი...

“თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა“ – პრემიერ მინისტრი

„ასეულობით მილიონი დოლარის გათეთრება დაფიქსირდა ამ ბანკში მაშინ, როდესაც „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლებაში და თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ირანელი ბიზნესმენის ბრალდებებზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ გია ვოლსკის კითხვას უპასუხა, რომელიც ირანელი ბიზნესმენისთვის ბიზნესის წართმევის ბრალდებას ეხებოდა. როგორც  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ბანკი ამერიკის სანქციებშია მოხვედრილი.   „რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, გაისმა ბრალდება, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს, ბიზნესი წავართვი და ა.შ. დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ აღნიშნული…

მეტი...

„დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

„ოპოზიციის, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას. დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი“ – ასე დაიწყო დეპუტატის კითხვებზე პასუხების გაცემა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. „ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში,…

მეტი...

თაკო ჩარკვიანმა პრემერ-მინისტრს მისი მოღვაწეობის „ქეთოს მზითევი“ ჩამოუთვალა

„ვინ თქვა, რომ ვინმე, რომელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ“ – ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს და კორუფციის ფაქტებზე ესაუბრა. „ახლა თქვენი მოღვაწეობის „ქეთოს მზითვი“ მინდა ჩამოვთვალო: კორუფცია ყვავის, სასამართლოში კლანია, რკინიგზა­ ჩაიძირა, ანაკლიის შესანიშნავი პროექტი აბსოლუტურად განადგურებულია, გაძარცვულია ბიუჯეტი… ვინ თქვა, რომ ვინმე, რომელიმე დახმარებას ელის თქვენგან ან ვინმეს სჭირდება წყალობა ღვთის? ადამიანები გატანილი ბიუჯეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენს ინტერესში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიების შექმნა და გამოძიება, ვინაიდან თქვენ ხართ ის პრემიერი, მომიტევეთ,…

მეტი...

„ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსხდებით?“ – ელისაშვილი ღარიბაშვილს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მთავრობას ქამრების შემოჭერას ურჩევს და პრემიერ-მინისტრის კითხვით მიმართავს, როდის აპირებს შავი ჯიპებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომას.    „ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს. როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის „შემოიჭერს ქამრებს“, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს, ამ შავი „ჯიპებიდან“ როდის გადმოსდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყველა…

მეტი...

„და, დის ქმარი, ცოლი, ცოლი და, ცოლის დაქალები“ – ხაბეიშვილი ღარიბაშვილის ნათესავების დასაქმებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრი  ნეპოტიზმში დაადანაშაულა და კონკრეტული ფაქტებიც დაუსახელა.   „არ შემიძლია, არ გაგახსენოთ ბატონო ირაკლი, თქვენი და – თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს; თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს; თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში; თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული. ამ ყველაფრის ფონზე, მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ამ ტრიბუნაზე თქვენ ბევრი იტრაბახეთ, რომ თურმე წარმატებულ ქვეყანას აშენებთ და ამასობაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტიც გვყავს, თქვენ ფიქრობთ, რომ ხალხზე მზრუნველი მთავრობა ხართ?!“, – მიმართა ხაბეიშვილმა ღარიბაშვილს.

მეტი...

„6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ“ – ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

„აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრს და იმ ძვირადღირებული საათის ფოტო წარუდგინა, რომელის 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმის ტოლფასია. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა და პარალელურად, 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის არსებობაც შეახსენა. „ბატონო ირაკლი, 1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით – ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ. აქ არის…

მეტი...

„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება“ – პრემიერ-მინისტრი

„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. „მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მლნ. ლარი…

მეტი...

ვიწყებთ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. „აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში, 100 ათასი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა. ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან…

მეტი...

8 წლის ბავშვის რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურამ სამეგრელოში, კერძოდ კი მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბ.გ-ს და ზ.გ-ს ბრალდება წარუდგინა.  ასევე ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ და ზ.გ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება…

მეტი...

1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება

„1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გაკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე იზრდება მოცვა – 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ახალი, ინდექსაციის წესით პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ 20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის…

მეტი...

საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტი უმუშევარია“, – ირაკლი ღარიბაშვილი

„განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა, აპრილში რეკორდული 44.8%-ით“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაისში მთავრობა 20%-ზე მეტ ზრდას ელოდება. „განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.…

მეტი...

„წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ“ – პრემიერ-მინისტრი

„წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იქნას აცრილი“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. „ვფიქრობ, საკმაოდ რთული პროცესების შემდეგ, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევით, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების განუხრელი ერთგულებით, ყველა მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავედით. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფაიზერთან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი სინოფარმი, მილიონი სინოვაკი, ნოვავაქსის 700 000 დოზა. ჯამში წლის ბოლომდე, 4…

მეტი...

„ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა ამერიკის თანადგომით სომხეთ – აზერბაიჯანის შეთანხმება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი წარმატებაა სულ ახლახან ჩემი შუამავლობით და შეერთებული შტატების თანადგომით სომხეთ – აზერბაიჯანის შეთანხმება. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ომმა მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. საქართველოსთვის არსებითია სამეზობლოში მშვიდობა და სტაბილურობა. მთავრობა აგრძელებს, დაბალანსებულ, და, ამავდროულად ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პოლიტიკას. „ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს. აქვე ვაცხადებ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს პროცესი…

მეტი...

„თუ ავიცრებით “მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგვერევა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება. “თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგერევათ, ვერც სხვა ახალი შტამი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ადამიანს ებრძვის, მუტაციები მუდმივად ხდება, არ არის გამორიცხული სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს. რთულია წინასწარმეტყველება რა შეიძლება გაჩნდეს”, – აღნიშნავს გამყრელიძე. ​ეპიდემიოლოგის შეფასებით, „ინდური შტამი,“ სავარაუდოდ ერთ თვეში, ქვეყანაში დომინანტი გახდება.

მეტი...

ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.  პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აქტიურად გრძელდება აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესი. „ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა. ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი…

მეტი...

„ინდური შტამი“ შესაძლოა, საქართველოში დომინანტი გახდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირა გამყრელიძის  განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსის „ინდური შტამი“ საქართველოში დომინანტი გახდეს. ეპიდემიოლოგი ქვეყანაში „ინდური შტამის“ შემთხვევების მატებას ელოდება. „დელტა“ შტამი დომინანტი რომ გახდეს ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ “დელტა”, ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, – განაცხადა ამირან  გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, სამუშაოებმა თბილისი-ბათუმის გზა 1 საათით შეამცირა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ბოლო ერთ წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. რა თქმა უნდა სამწუხაროა, გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისი. „კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამოთ მთავრობის საქმიანობა ამ პერიოდში. პანდემიის გამო შარშან ჩვენი ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. თუმცა ჩვენ არც ერთი წუთით…

მეტი...

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას დაინიცირდება

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 28 ივნისს იგეგმება. შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს შორის პარლამენტში დღეს გაიმართა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მათ ოპოზიციას გააცნეს პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს შარლ მიშელის დოკუმენტიდან. პროექტით წარმოდგენილია სამი ძირითადი ცვლილება. ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დგინდება. იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და ნაცვლად შვიდისა 4 წევრით განისაზღვრება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76…

მეტი...

“საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებით კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყო“- იაგო ხვიჩია

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, კრიზისის აღმოფხვრის პროცესში, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს მხარს დავუჭერ, იმიტომ რომ, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რითაც შეიძლება კრიზისის აღმოფხვრის პროცესი დაიწყოს. ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ჩემთვის და სხვა პოლიტიკური პარტიებისგან კრიზისის აღმოფხვრის პირველი ნაბიჯია. თუმცა მინდა იმედგაცრუებით ავღნიშნო, რომ ეს პროცესი შეგვეძლო უკეთესადაც გაგვევლო და არ ყოფილიყო იქ ისეთი პუნქტები, რომლებიც რაღაც ინტერეს ჯგუფებს ძალიან აწუხებდათ და ხელისუფლებას რომ დაეთმო ბევრი არაფერი არ იქნებოდა. ვისურვებდი უფრო კორექტულად შეგვძლებოდა ამ საკითხების მოგვარება,…

მეტი...

თურქეთიდან შემოტანილ ხილ-ბოსტნეულში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

ქათმის გაყინულ ხორცსა და პომიდორში, რომელიც საქართველში თურქეთიდან შემოვიდა, მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. მწარმოებელ კომპანიას კი საქართველოში იმპორტირების უფლება შეუჩერდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სარფი” და „ფოთის პორტი” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ: საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული. „ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.…

მეტი...

8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის მოძალადეების სახლი გადაწვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი საშინელი ფაქტის შემდეგ, ბავშვის ოჯახმა მოძალადეების სახლი გადაწვა. საუბარია 8 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე, რომლისთვისაც მამა-შვილი დააკავეს. სოფლის მოსახლეობამ, მოძალადე ოჯახის სახლს ცეცხლი წაუკიდა და მათ გასახლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები დაკავებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მეტი...

„მაღალი ტემპერატურა შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს“ – გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას მოუწოდებს, „თბური ტალღებისგან“ მაქსიმალურად დაიცვას თავი.    „უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან“ – აცხადებენ ცენტრში და რისკებზე საუბრობენ. „განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის,…

მეტი...

ვისთვისაა სარისკო მაღალი ტემპერატურა და როგორ დავიცვათ თავი? – გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ზაფხულის მაღალ ტემპერქტურასთან დაკავშირებით მოსახლეობის რისკ ჯგუფებზე საუბრობს და რეკომენდაციებს აძლევს. როგორც ცენტრში განმარტავენ,  მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:  ·       დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი) ·       გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ·       სითბური გამოფიტვა; ·       სითბური დაკვრა. როგორც ცენტრში განმარტავენ, რომ მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ·       75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები ·       ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები ·       ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები ·       გადაადგილების…

მეტი...

არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული  ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრი საზოგადოებას ურჩევს, არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში. „შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ…

მეტი...

მარტვილში 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს, დაკავებულია მამა-შვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს. დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან. რაც  მომხდარი ფაქტი გახმაურდა, სოფლის მოსახლეობამ მოძალადე ოჯახის სოფლიდან გაძევება მოითხოვა. დაკავებული მამა დაახლოებით 60 წლისაა, მისი შვილი კი 40 წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ საშინელ ფაქტს ადასტურებს.  გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

25-26 ივნისს, საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვლენ. ალექსაბნდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხერთ კავკასიის ტურნეს შედეგებს. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიღებულ იქნა 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა. საგარეო და…

მეტი...

კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 267-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 36, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მეტი...

ვირუსით 699 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 104 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 699  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 614 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.05 % ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  362 183-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.

მეტი...

გორში პოლიციელის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა. შემთხვევა გორში წუხელ მოხდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, პატრულ-ინსპექტორ ვ.მ.-ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა და მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – განმარტავენ შსს-ში.

მეტი...

ისრაელში კორონავირუსის ახალმა შტამმა იფეთქა    

მიუხედავად ვაქცინირებული ადამიანების მაღალი მაჩვენებლისა, ისრაელში ვირუსის „დელტა“ სახეობამ იფეთქა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისევ რეგულაციები აამოქმედა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა. ბოლო 24 საათში, ისრაელში, კორონავირუსის „დელტა ვარიანტით“ 170-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ხელისუფლება მოსახლეობას მიმართავს, საერთაშორისო მგზავრობისგან თავი შეიკავონ. გამორიცხული არ არის, ისრაელმა საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ვირუსის გავრცელება კი იმ ფონზე ხდება, რომ მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა აცრილია.  

მეტი...

პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ოფიციალურად დღეს დაასრულებს. საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება. დღეს პარლამენტში საქართველოს  პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენაც მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მთავრობის საქმიანობას ეხება. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიანი დოკუმენტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და სრულად ასახავს იმ მიღწევებს, რაც მთავრობამ განახორციელა. მმართველი გუნდი საპარლამენტო საქმიანობას დადებითად აფასებს და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ  საგაზაფხულო სესია ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით სრულდება. მუშაობის დასრულების მიუხედავად, ზაფხულის პერიოდში, დეპუტატებს, რიგგარეშე სესიის ფორმატში რამდენჯერმე მოუწევთ შეხვედრა.  

მეტი...

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრის  წლიურ ანგარიშს მოისმენენ, რომელის მთავრობის საქმიანობას ეხება. სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიანი დოკუმენტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და სრულად ასახავს იმ მიღწევებს, რაც მთავრობამ განახორციელა. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება ანგარიშია ძირითადი მიმართულებებია. საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის დასახვედრად სათანადოდ ემზადება და აცხადებენ, რომ საკმაოდ მწვავე კითხვების დასმას აპირებენ. მმართველი გუნდი კი პანდემიის მიმართულებით გააკეთებენ აქცენტს. ასევე, ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მეტი...