ომბუდსმენმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა დაასახელა

ომბუდსმენი პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახელებს, ამ კონტექსტში ნინო ლომჯარია აღნიშნულ დაწესებულებაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასა და ძალადობრივ გარემოზე საუბრობს. 

ნინო ლომჯარია პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

“შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე, ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ ინტერესდებოდა გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, თუ რატომ არ უტარდებოდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა,”- აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. 

მსგავსი თემები