ვარშავაში დაკარგული 24 წლის ბიჭი ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში დაკარგული 24 წლის ბიჭი გარდაცვლილი ტბაში იპოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი ტბაში შევიდა, თუმცა იქიდან გამოსული არავის უნახავს, შემდეგ კი 24 წლის ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა წყალში იპოვეს. 

ვარშავაში გაუჩინარებულ 24 წლის მამაკაცს კვირაზე მეტი ეძებდნენ. ოჯახის წევრების თქმით, დიტო ხელხელაური 4 წელია პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.

ახლობლების ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდება. 

მსგავსი თემები