პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

პარლამენტმა 98-ხმით, ერთხმად პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 – არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება. რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, “პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო…

მეტი...

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, მაგრამ 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება” – თენგიზ ცერცვაძე

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, მაგრამ 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა და არავითარი პრობლემა არ იქნება. „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებული შეფერხება სუფთა ტექნიკურმა ფაქტორმა გამოიწვია, ვაქცინა შეძენილია. მისი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო სამი დღის წინ და შესაბამისად იყო ყველაფერი გათვლილი. რამდენადაც ვიცი, იყო გადაზიდვის პრობლემა და ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო 3-4 დღის წინ, თვითმფრინავის იმ რეისზე ვერ მოხვდა. სულ ეს იყო. მე რა ინფორმაციაც…

მეტი...

“მგონია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება შემთხვევების მატებას არ გამოიწვევს” – თენგიზ ცერცვაძე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შედარებით ნაკლები, გონივრული და ზომიერი იყო შეზღუდვები, ვიდრე სხვაგან, აქ შემსუბუქებაც სხვებზე ადრე დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება რეგულაციებს თუ დაიცავს, კორონავირუსის შემთხვევები არ მოიმატებს. „საბოლოოდ, დარჩენილი იყო გადაადგილების შეზღუდვა და პირბადის ტარება. საზოგადოება დაიღალა ამითაც. ვინაიდან, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ეს მოთხოვნა და დინამიკა იყო სტაბილური და მცირედ კლებადი, მესამე ტალღის პიკი გასულია, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, თუ ჩვენ დავიცავთ დარჩენილ ორ რეგულაციას, ერთი დახურულ სივრცეში კეთილსინდისიერად ვატარებთ პირბადეებს და მეორე თავს შევიკავებთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, მაშინ მე მგონია, რომ…

მეტი...

“ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება უფრო მავნებელია, პირბადე აირწვეთოვანი ინფექციისგან დაცვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება” – დავით სერგეენო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პირბადე აირწვეთოვანი ინფექციისგან დაცვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება. სერგეენკოს თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია. „ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგან შიგნით გროვდება ვირუსი და აფრქვევს და ა.შ. ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის ფეიკი, ტყუილი ინფორმაცია და იმ მედია კომპანიამ ალბათ სხვა თემა უნდა მოიფიქროს ასეთი მავნებლური რაღაც თითლიბაზობის გავრცელების მაგივრად. ანუ, ეს ტყუილია, არ შეესაბამება რეალობას. ნიღაბი არის და რჩება…

მეტი...

ოპოზიცია დეპუტატის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობის გაზრდას ითხოვს

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის ხმაურითა და დაპირისპირებით მიმდინარეობდა. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა 51-დან 90-მდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების პაკეტი ყველა მხარისთვის მისაღებია, ოპოზიცია და ხელისუფლება მაინც ვერ თანხმდება. შალვა შავგულიძე მიიჩნევს რომ იმუნიტეტის მოსახსნელად ხმათა რაოდენობა არა 90-მდე, არამედ პარლამენტართა რაოდენობის 2/3-მდე უნდა გაიზარდოს. “ნაციონალური მოძრაობაც” მიიჩნევს, რომ საჭირო ხმათა რაოდენობა 100-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ დღის წესრიგში მისი ან ბადრი ჯაფარიძის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგება, ამას არანაირი კენჭისყრა არ დასჭირდება და…

მეტი...

“ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა ყველა ფორმატში გაგრძელდება, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება” – სუსი

ზაზა გახელაძის გათავისუფლებისათვის ყველა ბერკეტის გამოყენებაზე საუბრობენ სახელმწიფო უწყებებში. სუსისა და შერიგების სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალებზე ზეწოლისთვის გააქტიურებულია ყველა ფორმალური და არაფორმალური არხი. “ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით მუშაობდა. საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და გაგრძელდება საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება,” – აცხადებს სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი.

მეტი...

“ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ!” – მეუფე გიორგი მიმართვას აქვეყნებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი „თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის” შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „ღირსების მარში” ფსიქოლოგიური ტერორია და ის მომავალი თაობების ცნობიერების შეცვლის მიზნით ტარდება. „ვერანაირი ეგრეთ წოდებული “ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში; ამას არ დავუშვებთ! რადგან ეს არის ჩვენს შვილებსა და მომავალი თაობების ცნობიერებეზე გათვლილი ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი. მათი მიზანია ეს სოდომური ცოდვა, ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა, აქციონ ნორმად ჩვენს საზოგადოებასა თუ მომავალ თაობებში. როგორც რუის-ურბნისის ძეგლისწერაშია ნახსენები “ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო და მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება”. მიუხედავად იმასა,რომ ჩვენმა მრავალ…

მეტი...

“რადგან ვთქვი, რომ საზღვარზე გადავიდოდი, საზღვარზე მაინც უნდა გადავიდე – ზაზა გახელაძის მამა

ზაზა გახელაძის ოჯახი ხვალ აქცია გამართავს. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის მხარდამჭერები ქვემოჭალის სკოლასთან შეიკრიბებიან და სამთავისის პოლიციის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ. მოთხოვნა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაა. ოჯახს ადგილობრივები და თბილისიდან ჩასული აქტივისტები შეუერთდებიან. დღეს ზაზა გახელაძის მამა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებას, როგორც ნათესავები ამბობენ, ოჯახის გეგმები აქციასთან დაკავშირებით არ შეუცვლია. “შეგვპირდნენ, რომ ყველანაირად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა ოჯახში დაბრუნდესო. გვირჩია, რომ არ გადავიდეთ საზღვარზე. მე, რადგან ვთქვი, რომ საზღვარზე გადავიდოდი, საზღვარზე მაინც უნდა გადავიდე,”- აცხადებს ზაზა გახელაძის მამა.

მეტი...

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ნიკოლა სარკოზის პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში სარკოზის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დასრულდა, სადაც სასამართლო ცდილობდა დაედგინა, დაარღვია თუ არა სარკოზიმ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონები. „ევრონიუსი“ წერს, რომ განაჩენი მოგვიანებით იქნება გამოტანილი. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა სარკოზის წინააღმდეგ ექვსთვიანი პატიმრობა და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი მოითხოვეს. ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, დანაშაულს უარყოფს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სარკოზიმ 2012 წლის კამპანიის დაფინანსებისთვის კანონიერ ზღვარზე ორჯერ მეტი დახარჯა. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მიმდინარე წლის პირველ მარტს კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის…

მეტი...

დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახური ზაზა გახელაძის ოჯახის განცხადებას ეხმაურება

დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი ზაზა გახელაძის ოჯახის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება აღკვეთილი იქნება კანონის ფარგლებში.  რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ოფიციალურ თბილისს მიმართავს და მოუწოდებს, აღკვეთოს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის დავით ქაცარავას “პროვოკაციული ქმედებები, რომელიც 23 ივნისსაა დაგეგმილი”. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. КГБ აცხადებს, რომ დაკავებული პირის განთავისუფლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობებითაა შესაძლებელი და არა ზეწოლით. 

მეტი...

“ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, ამ რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა” – ბიძინა კულუმბეგოვი

ეს არის ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობა, – ასე აფასებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ინტერპრესნიუსთნ“ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, „კომენდანტის საათის“ გაუქმება „გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოება დაცული არ გვყავს და ახალი შტამებია, მაღალი რისკის შემცველია“. „ჩემი დამოკიდებულება ერთგვაროვანია. არც წყენა მაქვს, არც სიხარული. რა თქმა უნდა, გარე სივრცეში პირბადის მოხსნა ზაფხულის პირობებში, როდესაც ადამიანები ისედაც ვერ ატარებდნენ, მესმის და მისაღებია. ღია სივრცეში, კაფე, ბარი, რაც კი მუშაობდა ვხედავდით, რომ პირბადის ტარების წესი დაცული არ იყო, ეს აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. რაც შეეხება…

მეტი...

“კარგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან ისევ მედიცინაში გადავიდეს”– გიორგი ფხაკაძე

„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძისა და ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცხარე დებატებს „პრაიმტაიმთან“ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „დამსახურებულ სპეციალისტ“ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკოსთან დებატებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან ამით პოლიტიკური პარტიის რეიტინგი მაღლა ასწია. აქვე, ფხაკაძე ამბობს, რომ ცერცვაძე პოლიტიკური ფიგურა გახდა, რაც სამწუხარო ფაქტია. „ბატონი ცერცვაძე არის დამსახურებული სპეციალისტი, მაგრამ არის დრო, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადავიდეს პენსიაზე, ან ჩაერთოს მხოლოდ აკადემიურ საქმიანობაში. სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. მე, გიორგი ფხაკაძე დებატებში ჩემზე უფრო დაბალ პროფესიონალთან, სპეცალისტთან მონაწილეობას არასდროს მივიღებ. უკაცრავად, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკოსი…

მეტი...

“მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ეს არის შეთანხმების ის ნაწილი, რომელზეც თავად „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელი მოწერილი” – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს. ხატია დეკანოიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. „რა თქმა უნდა, უნდა შეჩერდეს, ეს არის შეთანხმების ის ნაწილი, რომელზეც თვითონ „ქართულ ოცნებას “აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, იცით, რომ ჩვენ დავაინიცირეთ კლანის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია, რომელზეც დიდი იმედი მაქვს, რომ შემოგვიერღდება არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს.

მეტი...

“ხვალ ვნახავთ როგორ იქნება ლარი გამყარებული” – შოთა ბურჯანაძე რეგულაციების შემსუბუქებაზე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის განცხადებით რეგულაციების შემსუბუქების ახალი ტალღა, ხვალიდან ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს.  როგორც შოთა ბურჯანაძემ განმარტა, სარესტორნო ბიზნესი ძლიერი ეკონომიკური ბერკეტია და ლარის გამყარებაში დიდი წვლილი შეაქვს. “დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ხვალ ვნახავთ როგორ იქნება ლარი გამყარებული. იმის შემდეგ რაც შაბათ-კვირას მუშაობა დაიწყო ეკონომიკამ გამოცოცხლება შეძლო.  რესტორანი არის ადგილი სადაც ადამიანები მიდიან სიამოვნების მისაღებად და ამაში ფულს იხდიან. ამიტომაც არის რესტორანი ეკონომიკის ბრუნვაში მნიშვნელოვანი.  თუ სარესტორნო ბიზნესი იმუშავებს მასთან ირიბად და პირდაპირ დაკავშირებული ბიზნესები იმუშავებენ. ხვალინდელ ლარის კურსთან მიმართებაში ეს ყველაფერი იმოქმედებს,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მეტი...

დახურულ სივრცესა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე არსებული სანქციები, ძალაში რჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება; საზოგადოებრივი კვების ობიექტები იმუშავებენ 00:00 საათამდე, აგრეთვე, სასტუმროებს სტუმრებისთვის შეეძლებათ 00:00 საათამდე ამუშაონ რესტორნები, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა ძალაში რჩება. „დახურულ სივრცესა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ის სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, ძალაში დარჩება; როგორც კი გამოქვეყნდება მთავრობის შესაბამისი დადგენილება, მისი გამოქვეყნებისთანავე ეს დადგენილება შედის ძალაში და მოქალაქეები შეძლებენ პირბადის ტარების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელონ; 00:00 საათამდე მუშაობის განრიგი ეხება…

მეტი...

„ძალიან კარგი ხმა გაქვთ ქალბატონო თაკო… ნუ კივით, დავიტანჯე“ – ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, დღეს სიტყვიერი დაპირისპირებებითა და შეურაცხყოფით გამორჩეული იყო. ერთ-ერთი ბექა დავითულიანისა და თაკო ჩარკვიანის პოლემიკა იყო, როცა ჩარკვიანის ხმის ტემბრმა დავითულიანი და სხვა დეპუტატები ისე გააღიზიანა, დავითულიანი  ჩარკვიანის ადგილიდან ყვირილმა დატანჯა.   „ნუ კივით, დავიტანჯე“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს. „რომ არ მოგეწერათ ხელი რეზოლუციაზე, რა – რეზოლუციას ხმები არ ჰყოფნიდა და ვერ გავიდოდა? ამიტომ, როცა ჩვენ გვთხოვთ რაღაცებზე შეგუებას, რაღაც რეალობებს თქვენც შეეგუეთ, მოვრიგდეთ რაღაც სიმართლეზე და მერე დავიწყოთ ერთმანეთის კრიტიკა, ამ სიმართლეზე თუ არ მოვრიგდით, თქვენ ალთას ხართ, ჩვენ ბალთას, ერთი სხვა…

მეტი...

„მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ვაქცინაციის დაგვიანებასთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს და მათ გასულ წლებს ახსენებს, ვინც ხანდაზმულებს კბილები ამოუღო და უკბილოდ დატოვა.   „რაც შეეხება ვაქცინებს, მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობს აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს? ღიმილიანი საქართველო გახსოვთ თქვენი პროგრამა? და თქვენ გინდათ ახლა დაგვაჯეროთ რომ მართლა წუხართ, რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა?“, – ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად. „მინისტრთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვისაც ახლა უწევს…

მეტი...

„ცარიელი კარვები რომ დგას, იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარლამენტის შენობასთან ცარიელი კარვები აიღოს.    „პარლამენტის შენობის უკან რკინის ფარის აღებასთან დაკავშირებით, უკვე მერამდენე მადლობას ვისმენთ. გთხოვთ დაინტერესდეთ პარლამენტის წინ რაც ხდება, ცარიელი კარვები რომ დგას და რამდენიმე ადამიანს აწვალებენ ამ სიცხეში, მაგაზე ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ“,-მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.

მეტი...

„საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულეთ, ბოდიში მოიხადეთ და თავი დაანებეთ ამ თემას“ – თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“

„თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ პრაქტიკულად ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში. და საერთოდ რა გაქვთ ამაზე თავის სამართლებელი. ბოდიში მოიხადეთ ნორმალურად და თავი დაანებეთ ამ თემას. არ არის ეს თქვენი ძლიერი მხარე“, – მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.  მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ არც პასუხები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რითაც საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. „ამ ხალხს არანაირი პასუხები არ გააჩნიათ კოდორთან და ახალგორთან დაკავშირებით. არანაირი პასუხები არ გააჩნიათ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რატომ არ გაკეთდა დროულად, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე…

მეტი...

„ჭიჭე“ – პატარა; „ჩიჩიე“ – ლაჩარი – ლანძღვა მეგრულად საქართველოს პარლამენტში

მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ, საკანონმდებლო ორგანოში, ოპონენტის „შესამკობად“ მეგრული ლექსიკა გამოიყენა – „ჭიჭე“ – პტარა და „ჩიჩიე“ – ლაჩარი, ამ სიტყვებით მიმართა მან გიორგი ვაშაძეს, რომელმაც შესაძლოა ვერც კი გაიგო მეგრული სიტყვები.      „ეს „ჭიჭე“, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა – „ჩიჩიე“ ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს… გუშინ, რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს, როცა შეეხებით უსამართლოდ ადამიანებს, მიიღებთ ცხვირ-პირში სიმართლეს“ – ასე უპასუხა ზარქუამ გიორგი ვაშაძეს, როცა მან სხდომათა დარბაზში კახა კალაძე კორუფციასთან კავშირში ახსენა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კალაძემ  მძღოლებს და…

მეტი...

„ხუთი ქალბატონი მოიყვანა, ოთხი  მერე ჩვენ ჩაგვეხუტა“ – სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

„პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა და ოპონენტ გიორგი ვაშაძეს პენსიონერების თემით მანიპილირებაში ადანაშაულებს. ირაკლი ზარქუა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებისგან შემოთავაზებებს ელოდებიან. „გუშინ, პენსიონერების თემაზე, 5 ქალბატონი მოიყვანა. ოთხი  მერე ჩვენ ჩაგვეხუტა, მადლობა სიმართლისთვისო, პოპულისტებთან რატომ მოვედითო. ახლა გაბოროტებული ეცა კახი კალაძეს და სიცრუის ტირაჟირება დაიწყო. გახსოვთ  2012 წელს  პირადობები, რომ გააყალბა და ბიძამისი რომ დარბოდა, არ დაიჭიროთო, აი ეს…

მეტი...

“ჭორაობის ტენდენცია და უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის გამოშვება გააქტიურდა“ – ხოჯევანიშვილი მმართველ გუნდს

„ჩვენდამი ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით, დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, გავიშალეთ რეგიონებში“ – ეს განცხადება გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სხდომათა დარბაზში გააკეთა. პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა – გიგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ყოფილი თანაგუნდელების მიერ გახარიას გუნდზე თავდასხმებსა და ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ პარტიის მომხრეების რაოდენობის ზრდის პარალელურად ბრალდებები და თავდასხმები იზრდება. ,,სამწუხაროდ, ჭორაობის ტენდენცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის გამოშვება ჩვენდამი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით, მას შემდეგ, რაც თქვენთვის უფრო სანერვიულო გახდა ის ფაქტორი, რომ დღითიდღე…

მეტი...

ხათუნა სამნიძე ითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტმა აირჩიოს

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის გამოცხადდეს კონკურსი და პარლამენტმა აირჩიოს ისინი“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია. „მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული რეფორმაა, რომელის ვალდებულება ხელმოწერით არის აღიარებული შარლ მიშელის დოკუმენტით“,- განაცხადა ოპოზიციის  წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები  პარლამენტმა უნდა  აირჩიოს. „ეს გამოჩნდა 26 მაისსაც. მიუხედავად ძალიან მკაფიო და მკაცრი გზავნილებისა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაინც გაგრძელდა დანიშვნები. შარლ მიშელის დოკუმენტშიც ასევე მკაფიოა…

მეტი...

„თბილისში 1000 თანამედროვე სამარშუტო მიკროავტობუსი ივლის“ – ირაკლი ზარქუა

„ყვითელი სამარშუტო მიკროავტობუსები, რომელიც იყო მოძველებული ტრანსპორტი და  გარემოს აბინძურებდა, ვთქვით, რომ უნდა ჩანაცვლდეს. თბილისის ბიუჯეტით 36 მილიონად იყიდეს 300 ლურჯი მიკრო ავტობუსი. დამატებით მოხდება ჯერ 300 მიკროავტობუსის და შემდეგ 400 მიკროავტობუსის შესყიდვა. 1000 სამარშუტო მიკროავტობუსი ივლის თბილისში, თანამედროვე, ეკოლოგიურად ყველაზე მორგებული ჩვენს რეალობას,“ –  აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით, იმისათვის, რომ მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური არ გაზრდილიყო, მგზავრობის კომბინირებული სისტემა შეიმუშავეს. მეტროსა და ავტობუსში პირველი ბილეთის ყიდვიდან ერთი საათის განმავლობაში განმეორებითი მგზავრობა უფასოა.

მეტი...

„ჰგონიათ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც კანაფის მოხმარება ლეგალურია“ – იაგო ხვიჩია

სასამართლო სრულიად უმიზეზოდ კეტავს  ქვეყნის შვილებს ციხეში. საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრები გაუგებრობაში ხვდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც კანაფის მოხმარება ლეგალურია, მაგრამ  ისინი შესაძლოა პრობლემებში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე. მან აფხაზეთიდან დევნილი პროგრამისტის,  დავით კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით, 2016 წელს კანაფის შენახვისთვის დააპატიმრეს. „ის უკანონო პატიმარია.  2018 წელს კანაფისა და მისი პროდუქტების ლეგალიზაცია მოხდა ამ ქვეყანაში. 5 წელია დავით კვარაცხელია ციხეში  ზის და კიდევ 5 წელი უნდა გაატაროს იმ პროდუქტის შენახვისთვის, რომლის მოხმარებაც ლეგალურია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.  მისი თქმით, …

მეტი...

ვადაგასული წამლებით ვაჭრობა გამოვლინდა

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. როგორც სამედიცინო რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. „ასევე, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა. საერთო ჯამში საწარმოს შვიდი დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს“, – აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.

მეტი...

მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი ივლისიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება.

მეტი...

„პენსიონერებს რომ სესხზე მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია“ – ირაკლი ზარქუა   

პარლამენტში, მიმდინარე კვირას „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც პენსიონერებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. როგორც მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რა შეუძლია პარლამენტს გააკეთოს, ეს სწორედ ბანკის წარმომადგენლებმა უნდა თქვან.    „ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები – ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი  და გვითხრას, თუ  რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს,“ – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი…

მეტი...

„პატიმრობაში გყავდათ რუსეთის მოქალაქეები და არც გიფიქრიათ გაგეცვალათ ქართველ ტყვეებში“ – ხერხეულიძე ხელისუფლებას

„ზაზა გახელაძის ოჯახის აქცია მიმართულია დღევჩასმაანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ძალა არ აღმოაჩნდა, საკუთარი მოქალაქე სახლში დააბრუნოს“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და ხელისუფლება ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით უმოქმედობაში დაადანაშაულა. „ზაზა გახელაძის ოჯახის აქცია, რომელსაც ისინი ხვალ აპირებენ და რომელსაც მე და ჩემი მეგობრები შევუერთდებით, არ გახლავთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული – მტერთან ისედაც ყველაფერი გარკვეულია. ეს აქცია მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ძალა არ აღმოაჩნდა, ეროვნული ღირსების მქონე საკითხი დაძლიოს, პრობლემა მოაგვაროს და საკუთარი მოქალაქე დააბრუნოს სახლში“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე. მისი…

მეტი...

NGO-ები საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ირაკლი ბებუას საკითხის ჟენევის ფორმატში განხილვას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ირაკლი ბებუას საკითხის ჟენევის ფორმატში განხილვას მოითხოვენ. ორგანიზაციები “უფლებები საქართველო” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყონ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხის განხილვა 29-30 ივნისს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიის ფორმატში, ასევე გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად.

მეტი...

სპეცოპერაცია – „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი სახელმწიფოსგან 200 ლარიანი დახმარების თაღლითურად მითვისებისთვის დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დაკავებულია 3 ადამიანი. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი თამაზ შოშიტაშვილი.   დაკავებულებს  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტს ედავებიან. შოშიტაშვილთან ერთად დაკავებულია ვაჟა ნიაური და გივი ბაქრაძე. „გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს…

მეტი...

სემეკ-ი „თელასის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების შესახებ განმარტებას აკეთებს

სემეკ-ის მომხმარებელებისთვის გაგზავნილი სმს შეტყობინების შესახებ განმარტებას ავრცელებს. „თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს „თელასს“ უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად. თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს „თელასისათვის“ ან „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის („თელმიკო“, „ეპ ჯორჯია“ მოწოდება) გადაცემა მათ (მომხმარებელი, მცირე საწარმო)…

მეტი...

„ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ ადრეა ჯერ – „ნოვოვაქსის” შემოტანაზე საუბარია შემოდგომიდან და არა ზაფხულში” – თამარ გაბუნია

„ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ ადრეა ჯერ. „ნოვოვაქსის” შემოტანაზე საუბარია შემოდგომიდან და არა ზაფხულში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოტანამდე „ნოვოვაქსს“ გარკვეული ეტაპები გასავლელი აქვს. „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ ადრეა ჯერ. „ნოვოვაქსის” შემოტანაზე საუბარია შემოდგომიდან და არა ზაფხულში, რადგან „ნოვოვაქსს“ გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი. „ჯონსონი და ჯონსონი“ შესაძლოა, უფრო ადრე მოგვეწოდოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მეტი...

“სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას“ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებაა, არ დაგიმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებიც” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები იყო, რის გამოც პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. ამასთან, გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უკეთესი იქნება, თუ როდესაც „ატსტრაზენეკას“ ვაქცინა რვიდან 12 კვირის შუალედში ჩატარდება. „მინდა, განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ორი დღეა, ქვეყანაში ხდება. საკითხი შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტურ ხარჯვას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ, 43 000-43 000 დოზა, ცოტა მეტი, ხოლო მესამე შემოსვლა უნდა…

მეტი...

“ქვეყანა ივლისის დასაწყისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადავა, აცრილთა დღიური მაჩვენებელი 20 000 მაინც უნდა გვქონდეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადავა, როდესაც აცრილთა დღიური მაჩვენებელი – 20 000 მაინც უნდა იყოს.  “დღეის რიცხვით ქვეყანაში ჩატარებულია 238 220 აცრა. აქედან, ერთი დოზით აცრილია 153 464 ადამიანი, ორი დოზით კი 84 756 ადამიანი. ორი დოზით აცრილი, სამიზნესთან შედარებით გვაქვს 5%, ხოლო 18-წლის ზემოთ მოსახლეობასთან მოცვა ერთი დოზით აცრილების შეადგენს 9%-ს, ანუ თანდათან, ჩვენ თუ გვქონდა აცრის საშუალო მაჩვენებელი -მარტში 450, აპრილში 1200, მაისში 3500, ივნისის პირველ ათ დღეში გვქონდა დაახლოებით 6 000 და დღეს გვაქვს 4 800. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილია და დღესაც ეს საბჭოზე განხილული იყო,…

მეტი...