მოწამვლა და კიბერშეტევა – ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის აგრესიაზე საუბრობს

  •  

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რუსეთის მხრიდან მეზობლებზე განხორციელებულ აგრესიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეტევის ერთ-ერთი ფორმა მოწამვლა და კიბერთავდასხმაა.

აღნიშნულის შესახებ, სტოლტენბერგმა  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე ისაუბრა.

„ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში. ასევე, კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება“ – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისვე შეფასებით, ნატოს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს – ნატო 2030, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვის და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას.

მსგავსი თემები