რატომ იყიდება დონორებისგან უანგაროდ ჩაბარებული სისხლი?! – ექსპერტის განმარტება

საქართველოში სისხლის დონაცია, უანგაროდ და უფასოდ ჩაბარება ერთგვარ ტრადიციად იქცა და მოქალაქეები ხშირად აბარებენ სისხლის სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. თუმცა, არსებობს არაერთი ინფორმაცია, რომ უფასოდ გაღებულ სისხლის სისხლის ბანკები ყიდიან და „ფულს აკეთებენ“.

როგორც ევროპის საბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტთა მუდმივმოქმედი კომიტეტის ექსპერტი ლევან ავალიშვილი განმარტავს, სისხლი იყიდება, თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები.

„სისხლს უანგაროდ ვაბარებთ, თუმცა, სისხლის ბანკები მას ყიდიან – ეს  ხშირად მსმენია. სისხლი იმ სახით, რა სახითაც მას დონორისგან ვიღებთ, პაციენტისთვის გამოუსადეგარია, მას სისხლს ასე პირდაპირ არ უსხამენ. სისხლი უნდა დამუშავდეს, გადამუშავდეს, დამზადდეს 3 სხვადასხვა კომპონენტი, უნდა შემოწმდეს სხვადასხვა ინფექციებზე და გაიაროს დიდი ეტაპები. სისხლის ბანკებს სისხლის კომპონენტების დამზადებისას აქვთ როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი ხარჯები. შესაბამისად, სისხლის ბანკი, იმის გამო რომ უანგარო დონორმა ჩააბარა, სისხლს ვერ აჩუქებს პაციენტს. ხარჯი აქვს ყველაფერს, რომელსაც დაფარვა უნდა“ – განმარტავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სისხლის დონაციის მსოფლიო დღეა.    

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება. 

მსგავსი თემები