“თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს” – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით მას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მკაფიო “დიახ” ან “არა” სურს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან პრეზიდენტ ბაიდენისგან მიიღო გარანტიები, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ის უკრაინის საკითხს მოლაპარაკებების დროს “სავაჭრო თემად“ არ გამოიყენებს.

მსგავსი თემები