“საქართველოს მთავრობამ ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი თემები