სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედროს იარაღის ტარების უფლება ექნება

სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს იარაღის ტარების უფლება ექნება. შესაბამისი ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა შედარებით ახალია (დაინერგა 2002 წლიდან) და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ შემადგენლობის შესაბამისად დაფასება და აღიარება. უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, 31 მოქმედი და სამსახურიდან დათხოვნილი ექვსი მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირია. სამინისტრო განმარტავს, რომ პროექტის ამოქმედებამდე დათხოვნილ მთავარი სერჟანტის მქონე პირებს, იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება,…

მეტი...

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციისთვის მარია კალიურანდი საქართველოს მადლობას უხდის

საქართველოს ხელშეწყობით, აზერბაიჯანის მიერ სომეხი ტყვეების გათავისუფლებასა და სანაცვლოდ, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციის მიღებას მიესალმებიან ევროკავშირის წარმომადგენლები. საგარეო საკითხებში ​ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ნაბიჯები ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა წაახალისეს. ბორელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. შუამდგომლობისთვის საქართველოს მადლობას უხდის ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. ჟოზეფ ბორელის მსგავსად მხარეებს ისიც თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მეტი...

საქართველოს დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან. საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში წყალმომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.

მეტი...

დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო

დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5. მოქმედი რეგლამენტით, აღნიშნულ თანხმობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ცვლილებებით, 90 დეპუტატამდე იზრდება. ფრაქცია ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს და პროექტის მომზადების მიზეზად…

მეტი...

ბრიუსელში დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება – ალიანსის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში იკრიბებიან. სამიტზე აქცენტი რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე ზეწოლაზე, ტერორიზმის საფრთხესა და კიბერთავდასხმებზე გაკეთდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც – საუბარია ღონისძიების იმ ნაწილზე, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება. სამიტამდე, რამდენიმე დღით ადრე, გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენმდივანმა განაცხადა, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება NATO-ს მყარი მხარდაჭერა “ღირებული პარტნიორებისადმი” – საქართველოსა და უკრაინის მიმართ, რომ ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით.

მეტი...