“თუ საქართველოდან უცხოეთში სისხლის ნაწილი იყიდება, ის გადასაყრელი და გამოუსადეგარია“ – ექსპერტი

საქართველოდან უცხოეთში სამედიცინო პროდუქტები იყიდება, თუმცა, ეს არ არის სისხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აკლდება. როგორც  ევროპის საბჭოს უსაფრთხო სისხლის ექსპერტთა მუდმივმოქმედი კომიტეტის ექსპერტი ლევან ავალიაშვილი განმარტავს, სისულელეა, რომ სისხლის ბანკი უანგაროდ ჩაბარებულ სისხლს უცხოეთში ყიდის და ის ჩვენს მოქალაქეებს აკლდებათ.

„რაც შეეხება იმას რომ სისხლი იყიდება უცხოეთში და ქართველ პაციენტებს არ ჰყოფნის, ეს არის სისულელე. ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ უნდა იყოს, თუ შვეიცარიასა და გერმანიაში ქართული სისხლი გაიყიდება, მაგრამ, რეალობა ასეთია. პლაზმა, სისხლის ერთ-ერთი კომპონენტი გვრჩება დიდი რაოდენობით და პლაზმის ნაწილი იყიდება უცხოურ კომპანიებზე, რომლითაც აწარმოებენ პლაზმის პრეპარატებს. ეს პლაზმაც რეალურ ფასზე 2-3-ჯერ ნაკლებად იყიდება. ამას გარდა,  უცხოურ ლაბორატორიებზე ინფიცირებული სისხლის ნიმუშებიც იყიდება და ეს სჭირდებათ სამეცნიერი კვლევებისთვის. რეალურად, თუ რამე სისხლის ნაწილი იყიდება საქართველოდან უცხოეთში ეს ის ნაწილია, რაც გადასაყრელი და გამოუსადეგარია“ – განმარტავს ექიმი.     

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები