“ნატო-მ უნდა შეძლოს ალიანსის განმტკიცება და სამეზობლოში არსებული კრიზისების დაძლევა” – ანგელა მერკელი

  •  

ანგელა მერკელი – ნატო-მ უნდა შეძლოს ალიანსის განმტკიცება და სამეზობლოში არსებული კრიზისების დაძლევაც, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ნატო-ს ლიდერების სამიტზე გააკეთა.

ანგელმა მერკელმა მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ნატო მზად უნდა იყოს მომავლისთვის, ალიანსმა უნდა მოახდინოს ინსტრუმენტებისა და მეთოდების ადაპტაცია. ეს აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ამასთან ერთად დავრჩეთ ჩვენი მთავარი ამოცანის ერთგულები, რაც ალიანსის განმტკიცებას და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს, ეს უნდა მოხდეს ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლის პრინციპის დაცვით, ასევე ჩვენი ნებით დავძლიოთ ჩვენს სამეზობლოში არსებული კრიზისები. ეს უნდა მოვახერხოთ კოლექტიური თავდაცვის მიდგომით, რაც დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობით. „ნატო 2030“-ის რეკომენდაციებში ალიანსის გენერალური მდივანი ყურადღებას ჩემს მიერ ნახსენებ ორივე ასპექტზე ამახვილებს“, – განაცხადა მერკელმა.

მსგავსი თემები