“ერიკსენს გული გაუჩერდა და უკვე ჩვენთან აღარ იყო” – დანიის ნაკრების ექიმი

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა, მარტინ ბოესენმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიკსენმა გულის შეტევა გადაიტანა.

„მას გული გაუჩერდა და უკვე ჩვენთან აღარ იყო. თუმცა, ძალიან მალე მოვახერხეთ მისი მობრუნება. რამდენად ახლოს ვიყავით ლეტალურად შედეგთან, ძნელი სათქმელია. ახლა მისი ყველა ტესტი დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა დანიის ნაკრების ექიმმა.

მსგავსი თემები