ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი განიხილება

ნატო-ს სამიტზე განიხილება თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოსთან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

გერმანული მედიის ცნობით, მერკელმა სამიტზე განსახილველ თემებს შორის ასევე ახსენა ბელარუსი, სადაც მისი თქმით, ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ლიდერების სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები