„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები“ – ნატო-ს კომუნიკე

ნატო-ს კომუნიკე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მკვეთრ პოზიციას გამოხატავს და რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დოკუმენტი ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა და ის ცეცხლის შეწყვეტასაც ეხება.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო მოუღოს ამ რეგიონების მილიტარიზაციას და ძალისმიერ მცდელობას, დააშოროს ეს რეგიონები დანარჩენ საქართველოს. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – ვკითხულობთ  ნატო-ს კომუნიკეში.

მსგავსი თემები