ნინოწმინდის პანსიონი ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გადაიბარა

ნინოწმინდის პანსიონზე გადაწყვეტილება მიღებულია – ბავშვთა სახლს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჩაიბარებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობაზე. საპატრიარქოს წარმომადგენლები უკვე ნინოწმინდაში იმყოფებიან.

“მოხდა ის, რომ მეუფე თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და საპატრიარქოს გადაწყვეტილება რაც არის, პატრიარქის გადაწყვეტილება, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე დირექტორი.

ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით რომ გარკვეული მოვლენების გამო არ დასცალდა მეუფეს ამის გაკეთება,“ – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსმა. 

ამ დრომდე პანსიონს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

მსგავსი თემები