ვარლამ გოლეთიანი აქციების ახალ ტალღას აანონსებს

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. პროტესტის 221-ე დღეს, რიონის ხეობის მცველები ოთხ ადგილას არიან განთავსებულები და “ენკას” ტექნიკას ტერიტორიაზე არ უშვებენ.

პროტესტის ერთ-ერეთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანიას საწვავის მარაგი ამოეწურა, ამიტომ არ არის გამოროცხული აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილზე ვითარება დაიძაბოს. დღეს ასევე ტრადიციულად გაიმართება ხმაურის აქცია.

“გადანაწილებული ვართ რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ვბლოკავთ ხეობაში შესასვლელს და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მოუწევს კომპანიას ჩვენს პირისპირ დადგომა. თუ ამ დროს რეპრესიები განხორციელდება ჩვენი მისამართით, ბუნებრივია დავაანონსებთ დიდ აქციას, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ქუთაისში იქნება თუ თბილისში, აუცილებლად იქნება დიდი აქცია,” – განაცხადა  საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი თემები