გორში მოკლული მამაკაცი კახა საბანიძის ნათესავია – ის, გორში “ტრუტის” სახლით ცნობილი ზურა რიკრიკაძეა

წუხელ, გორში, შეიარაღებული დაპირისპირების დროსმოკლული მამაკაცი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია.

45 წლამდე ზურაბ რიკრიკაძეს ადგილობრივები “ტრუტის” მეტსახელით იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, წლების წინ ასევე მოკლეს რიკრიკაძის მამაც, თაამზ რიკრიკაძე, ასევე უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლება მისი ბიძა, გუჯა რიკრიკაძე. 

დანაშაულში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მას პოლიცია ეძებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული კრიმინალური “ავტორიტეტი” შალვა გულიაშვილია, მეტსახელად “სემსოტა”. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ 16 წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

მსგავსი თემები