„საარჩევნო პერიოდი, დეველოპერულ სექტორზე უარყოფითად მოქმედებს“ – მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის პერიოდში ელემენტარულად ხალხი ვერ დადიოდა ბინების შესარჩევად და გაყიდვები გაჩერებული იყო, გაჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოებიც იმ მიზეზით, რომ წარმოებები არ მუშაობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.

როსტომაშვილი თვის, რომ საარჩევნო წელი დეველოპერულ სექტორზე უაროფითად მოქმედებს, მისივე განმარტებით დეველოპერული სექტორის განვითარება დმოკიდებულია საზოგადოების განწყობაზე.

„სამუშაო ადგილები არ შემცირებულა, საერთოდ სამშენებლო სფერო, უძრავი ქონების შეძენა ეს არის ძალიან დიდად დამოკიდებული საზოგადოების განწყობაზე, რამდენად უნდა ადამიანს ამ ქვეყანაში ან ქალაქში უძრავი ქონება იყიდოს, ძალიან მოქმედებს ამ დროს საარჩევნო წელი, რადგან კატაკლიზმები იყო საარჩევნო წელს, ეს მომენტი ცუდად მოქმედებს, ადამიანებს ურჩევნიათ ამ დროს რაღაც პერიოდი მოიცადონ და დაელოდონ ფასების დასტაბილურებას. მახსოვს პერიოდი, როცა ამერიკის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, მომდევნო კვირას 10 – 15% აიწია ბინის ფასებმა, რუსეთთან ომის პერიოდის დროს კი განულდა ფასები,“ – განაცხადა როსტომაშვილმა „მედიაცენტრ მტავარში.“

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დეველოპერებთან მიმართებაში დადებითად აფასებს:

„ბინების ფასები მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შემდეგ დასტაბილურებულია, ჩვენ მეტ ნაკლებად რაღაც სწორი ნაბიჯები გადავდგით და დროული და კარგი იყო გახარიას ინიციატივა სუბსიდირებაზე.

პრემიერის პროგრამას შევადარებ მაშველ რგოლს, ძალიან კარგ ფონს ქმნის, ავხსნი რატომ იყო სწორი ნაბიჯი, ბიუჯეტის ფული არის საზოგადოების საკუთრება და ეს ფული უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამ ფულის ხარჯვის სიკეთე ყველამ უნდა იგრძნოს, როცა ბიუჯეტიდან გაკეთდა აღმაშენებლის გამზირი ან ორბელიანი, იყო აჟიოტაჟი, თუ რატომ უკეთებენ რემონტებს, მაგრამ ეს მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის.“ – განაცხადა როსტომაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები