მაშველები ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში ორ მამაკაცს ეძებენ

მაშველები ქობულეთსა და კვარიათში ერთდროულად ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ. შემთხვევები როგორც კვარიათში, ასევე ქობულეთის სანაპიროზე დღეს მოხდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მამაკაცები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორივეგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

ოპერაციაში 30-მდე მაშველი, შვიდი მყვინთავი, ორი კატარღა და დრონებია ჩართული.

მსგავსი თემები