ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა და ამ წუთებში ბავშვებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩამოსულია აქ, ამ წუთას საპატრიარქოს კომისია, რომელიც სახელდახელოდ შეიქმნა. მიმდინარეობს საპატრიარქოს კომისიის შეხვედრა ბავშვებთან. ასევე რამდენიმე პარლამენტარია ჩამოსული. მიმდიანრეობს საუბარი იამზე, რომ მოვილაპარაკოთ, რომ ბავშვებისთვის მაქსიმალურად მშვის გარემოში სოც მუშაკები დარჩნენ რამდენიმე დღე ბავშვთა სახლში და იცხოვრონ ბავშვებთან ერთად, მოახერხონ ინდივიდუალურად გასაუბრება ბავშვებთან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები