„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება“ – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

„სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა საკუთარი მანდატის განხორციელებაში, რაც უახლოეს დღეებში გადაწყდება. მათ შორის, სახალხო დამცველის მონაწილეობით, მაგრამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამჟამად პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი – სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და სადღეისოდ ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია. მუშაობა გაგრძელდება, რომ რეალურად განხორციელდეს სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის მექანიზმის მუშაობა. კომიტეტი არის და იქნება ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის უფლება სახალხო დამცველს არ ეძლევა. არსებობს ეჭვები, რომ ბავშვთა სახლში ადგილი აქვს ბავშვების ცემას და სექსუალურ შევიწროებას.  პანსიონატში შესამოწმებლად რამდენიმე წუთის წინ, ჯანდასცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა.

მსგავსი თემები