გორში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის სისხლიანი დაპირისპირება გორში, ვერხვების დასახლებაში წუხელ ღამის საათებში 42 წლის ზურაბ რიკრიკაძე, მეტსახელად ტრუტი, მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს, სავარაუდო თავდამსხმელად ასევე კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი იგივე სემსოტა სახელდება. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, ვერხვების დასახლებაში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა 10 ზე მეტი ტყვის მასრა ამოიღეს. 42 წლის მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა, ცეცხლნასროლი დაზიანება. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები