ამერიკაში 21 წლის ქართველი ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

ამერიკაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 21 წლის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

ტუგუნიძეების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა და ახლობლების ინფორმაციით, რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში იმყოფება.

როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ.

მსგავსი თემები