ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ახალგაზრდების ინტოქსიკაციის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ცნობისთვის, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით 3 ივნისს რვა ახალგაზრდა მოათავსეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” რეფერალური ჰოპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათგან ოთხი ბინაზე გაეწერა, ორი კი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

მსგავსი თემები