საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 265 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 945, „პისიარ“ ტესტით – 3 320.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 189 გამოჯანმრთელდა, 2 728 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, 7 იანვრის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

მსგავსი თემები