ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ოფიცერი ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს საღამოს გარდაიცვალა. ის კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლიდან მუშაობდა. 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

მეტი...

„არანაირი გამართლება არ აქვს“ – მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებაზე

იხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა, „ამას არანაირი გამართლება არ აქვს“. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანანიაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს. „საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა ომი კი გვქონდაო?! მე ნამდვილად არ ვადარებ ახლა. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ-იორკის „სითი გალერიში“, სადაც ხალხი 50 წუთი უკრავდა ფეხზე ამდგარი…

მეტი...

გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სახლებს უახლოვდება

გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ამის შესახებ sputnik-abkhazia წერს. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა და 11 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება, თუმცა, ამის საჭიროება ჯერ არ არის. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

მეტი...