აშშ-ში კორონავირუსის 274 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 085 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსის 274 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 579 567-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 085 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 365 317-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 919 418 ადამიანია აცრილი.

მსგავსი თემები