„ჩვენმა ფეხბურთელებმა ფატიურად მიტინგი მოაწყეს, – „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“ – კახა გოგიძე

„ამათ აქვთ მხოლოდ ერთი ჟინი, კიდევ ერთი ოქროს უნიტაზი დაიდგან,“ – ამის შესახებ მსახიობმა, კახა გოგოიძემ განაცხადა.

მსახიობი ხელისუფლებას ადარებს „ვირთხას ხაფანგში“, ის დარმწუნებუია, რომ „ოცნებამ“ ბრძანება კრემლიდან მიიღო:

„ფაქტიურად ჩვენმა ფეხბურთელებმა მიტინგი მოაწყეს, ეს რომ ნახეს რუსებმა ვერ აიტანეს, ფეხბურთი მოიგეს ამათ და მოუნდებათ სოხუმიცო და მისცეს დავალება „ოცნებას“. სადამდე წავლენ არ ვიცი, ხედავთ რა ხდება, შეხედეთ მოსამართლეებს, მოსამრთლე ხარ თუ „ტონი მონტანა“, რად გინდა ამხელა სახლი? კორუფციაში იძირებიან, ჩვეულებრივი ტაქსის მძოლი ისე ჩაოგიყალიბებს  ნებისნიერი ქვეყნის პოლიტიკას, ამათ ვის რა უნდა მოატყუონ,“ – ამბობს გოგიძე.

ცნობისთვის, „არა რუსულ კანონს“ აქცია დღეს პარლამენტთან გაიმართა, მომდევნო აქცია 15 აპრილს დაანონსდა.

მსგავსი თემები