“ინფიცირებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური” – “ვივამედი”

ციხეებში კორონავირუსის მაჩვენებელი იზრდება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტირების შედეგად, ოთხ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სულ კვლევა ჩაუტარდა 46 პატიმარს. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში:

“მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდებათ აუცილებელი კვლევები და ის მკურნალობა, რაც მიღებულია ამ დაავადების დროს. ესენი იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ.  46 პირიდან, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი დაუდასტურდა 4-ს,” –  აცხადებს  საუნივერსიტეტო კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

მსგავსი თემები