“შორენა თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია” – ცისანა შარტავა

დღეს გახდება ცნობილი, განმეორებითი ტესტირებითაც დაუდასტურდება თუ არა კორონავირუსი კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს – შორენა თეთრუაშვილს.

მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გამოუვლიდა. თეთრუაშვილი ახლა იზოლაციაში იმყოფება. 

პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა “კურიერთან” აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის პასუხის გაგების შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ტესტირების ჩატარება ილია მეორეს. 

“წუხელ, გვიან მოსული პასუხი იყო საეჭვო დადებითი. ვნახოთ, დღეს რა იქნება. 3 საათამდე უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი და გუშინდელივით, განცხადება გაკეთდება.

ღმერთმა ინებოს და ყველაფერი კარგად იყოს, ამის შემდეგ ექიმები იმსჯელებენ, დასჭირდება თუ არა პატრიარქს ტესტირება.

ყველაფერი ეპიდმითითებების დაცვით ხდებოდა, სხვას ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა და ვნახოთ ახლა რა იქნება,”- აცხადებს პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა.

მსგავსი თემები