„განზრახ არ მომიკლავს“ – გიორგი ახლოური

  •  

ძმის მკვლელობაში ბრალდებული, 21 წლის გიორგი ახლოური წინასწარ პატიმრობაში დარჩა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულს ჰქონდა მცდელობა გაენადგურებინა მტკიცებულებები, მისივე ინფორმაციით ბრალდებულს აქვს მიმალვის საშუალება გერმანიაში. ადვოკატი 5000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ბრალდებულმა დღეს პირველად დაარღვია დუმილი:

„განზრახ არ მომიკლავს“ – განაცხადა პროცესზე გიორგი ახლოურმა.

ახლოურების მამა, რომელიც არის ირიბი მოწმე ამბობს, რომ მისმა უფროსმა შვილმა თავად გამოუძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ოჯახი გარდაცვალებას გამომძიებლის ქცევას აბრალებს:

„მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო პატარა ჭრილობა, ბავშვები ლაპარაკობდა კლინიკაში და არ ჰქონდა ისეთი ჭრილობა, ეს იყო შემთხვევითობა, გიორგის უთქვამს გამორთე ტელევიზორი ვერ ვიძინებო და ამას მოჰყვა მერე ძაღლზე დანის აქნევა და მოხვდა ძმას. პოლიციამ ექიმებს დახმარების საშუალება არ მისცა,“ – აცხადებს ახლოურების მამა.

მსგავსი თემები