ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

  •  

ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტისთვის მზადებას აანონსებს.

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 12 დღე რჩება. ბაიდენის ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპი საკუთარი მომხრეების კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას გმობს და აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემა.

გუშინ ვაშინგტონში მომხდარ მოვლენებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციამ 68 პირი დააკავა.

მსგავსი თემები