სენაკში ყელგამოჭრილი მამაკაცს, რომელიც გარდაცვლილი საკუთარმა მამამ ნახა, ექსპერტიზა ჩაუტარდა

სენაკში, სოფელ კოტიანეთში, შობის ღამეს მამამ საკუთარი შვილი ყელგამოჭრილი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახა. 32 წლის ავთო გრიგოლიას ცხედარს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული აქვს ცივი იარაღით. ცხედარს ორივე ხელზე დაზიანებები აღენიშნება. 

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან საკანცელარიო დანა ​ამოიღო. 

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და მშობლიურ სოფელში დღეს გამთენიისას გადაასვენეს. რა მოხდა სენაკში – გამოძიება მოწმეებს კითხავს.

მეზობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი კონფლიქტური არ ყოფილა და მისი სიკვდილი ყველასათვის მოულოდნელი იყო. 

მსგავსი თემები