საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 7 იანვარს საქართველოში კორონავირუსი  1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 პირი გამოჯანმრთელდა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები