ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თვითმხილველმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ინციდენტში მონაწილე პირები. ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს.

მსგავსი თემები