სოხუმი თბილისის დახმარებაზე უარს ამბობს – აფხაზეთში ხანძარს ვერ აქრობენ

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას სთავაზობს, თუმცა, ე.წ. დეფაქტო ხელისუფლება უარზეა. „ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ გვჭირდება,, ჩვენი სამსახურები ხანძარს კარგად უმკლავდებიან“  – ასეთია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას გზავნილი.

რამდენიმე დღეა, აფხაზეთის რამდენიმე რაიონში ძლიერი ხანძარია. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სიტუაცია პირად კონტროლზე აიყვანა. გაგრაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებსაც კი მიუახლოვდა. ხანძარს დასახლებული პუნქტიდან სულ რაღაც 150 მეტრი აშორებს.

სუს-ის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან შესთავაზა, მათ შორის სპეციალური ვერტმფრენებით დახმარებაც, თუმცა, უარი მიიღო.   

მსგავსი თემები