ვინ მიიღებს 200 ლარიან დახმარებას – მინისტრის განმარტება

  •  

საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც 2020 წელს 2 თვე მაინც იმუშავა, თვეში 200 ლარიან სახელმწიფო დახმარებას მიიღებს. დეტალურად, ვინ მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას, ფინანსთა  მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა.

„პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა. პაკეტი  გავრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა – ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი თემები