ახალი დახმარების პაკეტის მისაღებად განცხადების მიღება დღიდან იწყება

საქართველოს მოქალაქეებს, სოციალური დახმარების პაკეტის მისაღებად სპეციალური განცხადებების შევსება დღეიდან შეუძლიათ. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დახმარების მიზნობრივი პაკეტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს.

·        1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში;

·        მეორე ნაწილი – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა;

·        ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა;

·        18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

„მთავარია ის, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.   

მსგავსი თემები