„გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე ეტაპს“ – დიმიტრი ხუნდაძე



პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, არჩევნების მეორე ტური გადავლილია,  შევედით მეორე ტალღის პიკში და მოლაპარაკების მესამე ეტაპს ელოდებიან.  

მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა.

„ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს. ამისათვის, გარდა ეპიდკონტროლისა, საჭიროა საზოგადოების დამყოლობა და პოლიტიკური სტაბილურობა, რისთვისაც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. პარლამენტის გამართულ და სრულფასოვან მუშაობას კი ალტერნატივა არ აქვს. დღეს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, მეტ-ნაკლებად – ყველასია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები